XX საუკუნის შუა ხანებში წარმოუდგენელი იყო დაწესებულება საბეჭდი მანქანის გარეშე.
XXI საუკუნის დასაწყისში კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – რამდენიმე ტრადიციული მწარმოებელი (Olivetti, Adler0Royal, Brother და სხვა) განაგრძობდა მათ გამოშვებას და ამასთან, მხოლოდ ელექტრონული მოდელებისა. 2011 წელს კი ინდურ კომპანია Godrej and Boyce კუთვნილი საბეჭდი მანქანების უკანასკნელი ქარხანაც დაიკეტა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საბეჭდი მანქანის გამოგონება უდიდესი პროგრესული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. საბეჭდი მანქანის მექანიზმის შექმნის პროცესი, ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის შემუშავება ერთი ადამიანის შრომის შედეგი როდი იყო. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუ ერთობლივად მრავალი გამომგონებელი ცდილობდა შეექმნა ტექსტების სწრაფი დასაბეჭდი მოწყობილობა.
პირველი პატენტი ამ სახის მანქანის შესაქმნელად 1714 წელს ინგლისის დედოფალმა ანამ ჰენრი მილს გადასცა. თუმცა, მილის გამოგონების შესახებ ინფორმაცია არ შემონახულა და არც ის გახლავთ ცნობილი, რეალურად შეიქმნა თუ არა პატენტში აღწერილი საბეჭდი მოწყობილობა.
საუკუნის შემდეგ კვლავ გაჩნდა ინტერესი სწარაფი ბეჭდვისადმი: 1808 წელს პელეგრინო ტურიმ საკუთარი საბეჭდი მანქანა შექმნა. არც მისი გამოგონების დეტალებია დღეისათვის ცნობილი, თუმცა, შემონახულია ტურისეულ საბეჭდ მოწყობილობაზე აკრეფილი ტექსტი.
1868 წელს 23 ივნისს ქრისტოფერ შოულზმა თავისი გამოგონილი საბეჭდი მანქანა დააპატენტა. შემდეგი 6 წელი ის მოწყობილობის დახვეწაზე მუშაობდა და საბოლოოდ შექმნა პირველი სრულყოფილი საბეჭდი მანქნა სახელწოდებით Remington N1; გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: საბეჭდი მანქანა

სახეობები
ზეთის კვებითი ღირებულება და კულინარიული დანიშნულება მისი მიღების მეთოდზეა დამოკიდებული. ნედლეულიდან (ზეთისხილი, მზესუმზირა, სიმინდი, სოია) მცენარეული ცხიმის მიღება შესაძლებელია დაწნეხით და ექსტრაქციის მეთოდით. დაწნეხით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა. ექსტრაქციით მიღებული, როგორც წესი, უფრო იაფია, მაგრამ გაცილებით ღარიბია სასარგებლო ნივთიერებებით. გარდა ამისა, შესაძლოა ასეთ ზეთში იყოს გამხსნელი ნივთიერების ნარჩენები და სხვა ქიმიური მინარევები. ხარისხი იმაზეც არის დამოკიდებული, ცივად დაწნეხეს ნედლეული თუ დაწნეხვის წინ გააცხელეს (მოხალეს). გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ზეთი

ემანუელ ბენბაის “სიყვარულის ქალაქებს” იერუსალიმი დაემატება
ცნობილი ფრენჩაიზის ფარგლებში, რომელთა შორის სულ ცოტა ხნის წინ თბილისიც მოხვდა, მხატვრულ ნოველებს წმინდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ ათზე მეტი რეჟისორი გადაიღებს. მათ შორის არიან კინოინდუსტრიის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორიცაა ლოურენს კაზდანი, ჯერი ცუკერი, ბრედ სილბერლინგი და სხვა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: CV
ჟურნალში Sky and Telescope გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1912 წელს ატლანტიკაში ანომალიურად დიდი რაოდენობით აისბერგების გაჩენის მიზეზი, რომელთაგან ერთ-ერთი «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი გახდა, დიდი ალბათობით შეიძლება ყოფილიყო მზის, დედამიწისა და მთვარის განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობა.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: "ტიტანიკი", Sky and Telescope, აისბერგი, დედამიწა, მზე, მთვარე

ავსტრალიის ქალაქ ვაგა-ვაგაში არაქნოფობების კოშმარი რეალობად იქცა – წყალდიდობის შემდეგ უამრავმა ობობამ აბლაბუდით დაფარა მიდამო. 1 კვირიანი თავსხმა წვიმის შედეგად გამოწვეულმა დატბორვამ აიძულა ობობები (ასევე მინიმუმ 13 000 ადამიანი), თავის გადასარჩენად სახლები დაეტოვებინათ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: National Geographic, აბლაბუდა, ავსტრალია, დატბორვა, ვაგა-ვაგა, ობობა, ობობები, ქსელი, წყალდიდობა

ტალინის სამხედრო სასაფლაოზე ბრინჯაოს ჯარისკაცის ქანდაკება დგას. იგი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება.
2007 წლამდე ქანდაკება ტალინის ცენტრში იდგა. საბჭოთა კავშირის დროს ბრინჯაოს ჯარისკაცთან მარადიული ცეცხლი ენთო, იკრიბებოდნენ ვეტერანები, მოჰქონდათ ყვავილები, ფიცს დებდნენ პიონერები. ესტონეთის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ვითარება შეიცვალა: თუკი ესტონეთში მცხოვრებ რუსებში ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც მოფერებით “ალიოშას” უწოდებდნენ, სიამაყეს იწვევდა, ესტონელთა უმრავლესობისთვის ეს ოკუპაციის სიმბოლო იყო. დროთა განმავლობაში, ყვავილებთან ერთად, ქანდაკებასთან მავთულხლართებისგან გაკეთებული თაიგულიც გაჩნდა. 2007 წლის გაზაფხულზე, ხელისუფლებამ ბრინჯაოს ქანდაკების ტალინის ცენტრიდან გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამან ესტონეთში მასობრივი არეულობა გამოიწვია. ეს არ იყო ანტისამთავრობო გამოსვლები, ან სოციალური პრობლემების გამო გამოწვეული მღელვარება. რუსული დიასპორა ბრინჯაოს ჯარისკაცის სახით, ბალტიისპირეთში რუსულ იმპერიას იცავდა. იმპერიას, რომლის შემადგენლობაში ესტონეთი, ლატვია და ლიტვა თითქმის 50 წლის განმავლობაში შედიოდნენ. ბრინჯაოში ჩამოსხმულმა ჯარისკაცმა 2007 წელს ბალტიისპირეთის დამორჩილება კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ 1940 წლისგან განსხვავებით, ეს უკვე ვეღარ მოახერხა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: დეპორტაცია, ოკუპაცია, საბჭოთა კავშირი
პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი. არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას.
გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის კარტი, პოკერი ითვლება თამაშად სადაც არ გაქვს სრული ინფორმაცია, როგორც სხვა თამაშებში (ჭადრაკი, ნარდი და ა.შ). ამიტომ რისკი და აზარტი პოკერის მოთამაშის ძირითადი მახასიათებელია. გაგრძელება »
ავტორი: marikusa191
ტეგები: poker

პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:
ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში. გაგრძელება »
ავტორი: iRibb0n
ტეგები: პეპელა, საიდუმლო, ფრთა
სიმართლე და ლეგენდა სიმბოლოებზე
სიმბოლიკაზე არსებობს ბევრი ქალაქური ლეგენდა.მაგრამ უნდა დაუჯერონ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მცხოვრებმა ადამიანებმა მათ? რატომ,თქვენს სხეულზე დახატული ზოგი ტატუ,კარგ განწყობაზე აყენებს ხალხს,ზოგი კი ზიზღს იწვევს?შეუძლია თუ არა,მაგალითად ბანდანას(ბენდენას?),რომელზეც გამოსახულია თავის ქალა და ძვლები,როგორღაც იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე? გამორიცხული არაა!! ყველანაირ გამოსახულებას ინფორმაცია გადააქვს ჩვენი ქვეცნობიერისთვის. არის ასეთი ფრაზა ” ფრთხილად იყავით სურვილებთან,ისინი შესაძლოა ახდეს”.სიმბოლოები კი,რომლითაც ვალამაზებთ საკუთარ თავს ან რაიმე ნივთს, ანახებენ მსოფლიოს ჩვენ სურვილებს.
საშიში სიმბოლოები
როდესმე შეგიმჩნევიათ,რომ კარგ ადამიანს უცებ უბედურებები ემთხვევა?მაგალითად, ხშირად ხვდება ავარიაში,სულ ავადმყოფობს…ადრე კი ყველაფერი კარგად იყო.უცებ ცნობილი ხდება,რომ ამ ადამიანმა ცოტა ხნის წინ თილისმა იყიდა.თილისმის არჩევისას,საჭიროა კარგად დაფიქრდეთ!მაგალითად,არ არის რეკომენდირებული თილისმები იეროგლიფებით,მით უმეტეს თუ არ იცით მათი მნიშვნელობა.მათ შეუძლია მიიზიდონ ნეგატივი,გამოიწვიონ უძილობა და ა.შ. ასევე არ გაერთოთ ნახატებით,რომლებიც უკავშირდება სიკვდილს: თავის ქალა,სისხლი,ვამპირები..მათ აქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა,რომელიც იზიდავს დაავადებებს და სიკვდილსაც კი! ასევე ნეგატივის მატარებელია აგრესიული მხეცების ნახატები- ვეფხვი,ლომი,გველი.შესაძლოა,ისინი დაგეხმარონ მიაღწიოთ წარმატებას,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თვითონ გაქვთ ძლიერი ხასიათი. გაგრძელება »
ავტორი: iRibb0n
ტეგები: legend, symbol, ლეგენდა, სიმბოლო
|
ბოლო კომენტარები