თებ 21

✔  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ნუსხა Business Insider–მა გამოაქვეყნა:

✔  ამ ნუსხაში პირველი ადგილი უილიამის მშობლების – ჩარლზისა და დაიანას ქორწილს უჭირავს, რომელიც,ინფლაციის გათვალისწინებით, 110 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მათი ჯვრისწერა წმ. პავლეს ტაძარში (St Paul’s Cathedral) გაიმართა და მასში სამეფო ოჯახი, 2 მილიონი მაყურებელი და 750 მილიონი ტელემაყურებელი მონაწილეობდა. ქორწილისთვის 14 კვირის მანძილზე მზადდებოდა 25–ფუტიანი ტორტი და მისი ასლი, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

იან 12

პალმ აილენდი – პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში. ამ კუნძულების მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროექტს ეს იქნება ყველაზე დიდი ხელოვნური კუნძული იქნება მსოფლიოში.
პროექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა Al Nakheel-ის კორპორაცია, რომელმაც დუბაის სანაპირო ზოლი გაზარდა 120 კილომეტრით და შექმნა უზარმაზარი ტერიტორია სახლებისათვის, გართობისა და დასვენებისათვის. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები:

იან 01

Google-ს, Facebook-ს და YouTube-ს Nielsen-ის 2011 წლის კვლევის შედეგებით ყველაზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავთ.
იმავე კვლევის თანახმად, რაოდენ გასაკვირიც უნდა ოყოს, Google+-მა ყველაზე ხშირად გამოყენებად საიტებს შორის Myspace-ს გაუსწრო. Google+, რომლის ბეტა ვერსია ივლისში გამოჩნდა, საზოგადოებისთვის მხოლოდ სექტემბერში გაიხსნა. თუმცა, Nielsen-ის კვლევა მხოლოდ იანვარ-ოქტომბრის თვის მონაცემებს ეყრდნობა, 2011 წლის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

დეკ 31

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება. გაგრძელება »

ავტორი: ucha ტეგები:

ოქტ 28
მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა
მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.

…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.

მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , ,

ოქტ 23


წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , , , ,

ოქტ 02

გინესის რეკორდსმენ ისაო მაჩიის შეუძლია, BB იარაღიდან ნასროლი ტყვია სამურაის ხმლით შეაჩეროს. მაჩიის შესაძლებლობა გასაოცარია იმ მხრივ, რომ იარაღიდან გამოტყორცნილი ბურთულა 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რასაც ადამიანის თვალი ვერ აფიქსირებს. ჩვეულებრივ ადამიანს წამის 3/10 მაინც სჭირდება, სანამ ხმას აღიქვამს, შემდეგ კი უნდა გაიაზროს მოძრაობის შესრულება, მაგრამ ამ პერიოდში ტყვიას უკვე გავლილი ექნება 20 მეტრიანი მანძილი, რომელიც ისაოს მსროლელისგან აშორებს. გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , ,

ივნ 11
მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო - Beef.Ge
სასტუმრო Ritz Carlton რომელიც მდებარეობს ჰონკონგში-ყველაზე მაღალ სასტუმროა. იგი ICC (International Commerce Centre)-ის შენობის 102-118 სართულს იკავებს და სიმაღლეში 488 მეტრია. სასტუმრო Ritz Carlton -ის პროექტზე არქიტექტორები Kohn Pedersen Fox Associates (KPF) და ინტერიერის დიზაინერები Singapore’s LTW-ი მუშაობდნენ. იგი შეიცავს 312 მდიდრულ აპარტამენტს, 6 რესტორანს, სპა-ზონის 860 კვ-მს და შუშის ბასეინებს- რაც მის ლუქს-ის სტატუსს შეესაბამება. გაგრძელებაში იხილეთ მეტი ფოტო.

გაგრძელება »

ავტორი: Gordo

ივნ 11

ამიერიდან, ესპანეთის ქალაქ სევილიას ცენტრს ერთი მეტად უცნაური ნაგებობა დაამშვენებს, რომელიც მთლიანად ხისგანაა აგებული და რომლის დანიშნულებაც, ქალაქში ტურისტების მოზიდვა და გართობაა.

ნაგებობის სახელია “მეტროპოლ პარასოლი” და ის ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედან პლასა დე ლა ენკარნასიონს ამშვენებს.

“მეტროპოლ პარასოლი” გერმანულმა კომპანია “მაიერ არქიტექსმა” ააშენა. როგორც საინტერნეტო გამოცემა “ჰაბიტატი” ირწმუნება, ესაა მთელს მსოფლიოში, ხისგან დამზადებული უდიდესი სტრუქტურა. მისი სიგრძე 150 მეტრი, სიგანე 75 მეტრი, სიმაღლე კი 28 მეტრია.

პროექტის ავტორების განცხადებით, შენობის უცნაური, ერთგვარად ფუტურისტული გარეგნობა იმისათვის შეიმუშავეს, რომ ქალაქის ძველი უბნისთვის კონტრასტული იერი მიეცათ და ასე გამოეცოცხლებინათ. თუმცა, ამ კონტრასტს ნაწილობრივ ის ფაქტი აბათილებს, რომ “მეტროპოლ პარასოლი” თითქმის იგივე ფერისაა, როგორიც გარშემო მდგარი შენობები. გარდა ამისა, გერმანელი არქიტექტორები და ქალაქის ხელისუფლება თვლის, რომ ამ უცნაური ნაგებობით, ტურისტების დიდ არმიას მიიზიდავენ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo

მაი 21

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყველაზე გამორჩეული ადამიანების გამოვლენა: ბევრს ვფიქრობდი ვინ იყო ყველაზე ლამაზი ქალი თუ კაცი, ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი… მათ ჩემს გონებაში სხვადასხვა ადგილს მივანიჭებდი სილამაზის, ჭკუისა თუ სიძლიერის მიხედვით და ამგვარად ვქმნიდი ყველაზე ლამაზების, ყველაზე ჭკვიანებისა თუ ყველაზე ძლიერების იერარქიას :დ რამდენიმე დღის წინ ბავშვობისდროინდელმა სურვილმა შემომიტია და ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ცნობილი ქალის გამოვლენა ვცადე. ლამაზი სხეული თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს, თვითშეფასება კი დაკავშირებულია ბედნიერებასთან. ის, ვისაც ლამაზი სხეული აქვს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ბედნეირი იქნება. ამიტომაცაა ამდენი თანხა რომ იხარჯება სხეულის სრულყოფაზე. ძალიან დიდი ხანი მოვუდნი ყველაზე ლამაზი სხეულის მფლობელების გამოვლენას, ვცდილობდი რაც შეიძლება ობიექტური ვყოფილიყავი :) ) მაშ ასე, გთავაზობთ იმ ბედნიერი ქალების ჩემ ტოპ-ათეულს, ვინც საკუთარი სხეულით დაიკვეხნის :) გაგრძელება »

ავტორი: Gordo ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , ,

6 pages