
სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…
აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ… გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: გომელაური, ნიკო

მერლინ მორნო ( ამერიკელი მსახიობი 1926–1962)
- ბევრ მამაკაცს თავი ღმერთი ჰგონია და ავიწყდებათ, რომ ბევრი ქალი ათეისტია.
- არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს სამყარო მამაკაცების იყოს, მთავარია, მე დავრჩე ქალად.
მარლენ დიტრიხი (გერმანელი და ამერიკელი მსახიობი 1901–1992)
- მამაკაცს, რომელიც ქალის ხელჩანთას ფუფუნების საგნად თვლის, სასჯელი არ ასცდება. თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, ის შემდგომ ცხოვრებაში ნიანგად უნდა დაიბადოს და სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულ საგნად დაასრულოს ან ქალად უნდა იქცეს, რომელიც შედის სუპერმარკეტში და ხელში უჭირავს ბავშვი, საფულე, გასაღები, მძღოლის მართვის მოწმობა, ხელთათმანები, თან უამრავი რამ აქვს საყიდელი. მაშინ ის ყველაფერს მიხვდება.
- იშვიათადაა კაცი ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც მაშინ, როცა თავის თავზე ლაპარაკობს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: აგატა კრისტი, ბარბარა სტრეიზანტი, ელიზაბეტ ტეილორი, კოკო შანელი, მადამ დე სტალი, მარლენ დიტრიხი, მეი უესტი, მერლინ მორნო, ფრანსუაზა საგანი

ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირეების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ბონი და კლაიდი
ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ და 37 წლის რეპრესიებმა, რომელმაც ერის რჩეული შვილები შეიწირა, სისხლიანი ფურცლები ჩაწერა ქართულ მატიანეში. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ისედაც მცირერიცხოვან ერს 300 ათასი ჯანღონით სავსე ვაჟკაცი გამოაცალა. თავს დატეხილი კატასტროფების მიუხედავად, ქართველმა მაინც “ვერ ისწავლა ჭკუა”. ომის დასრულებიდან 11 წლის თავზე თბილისი და სრულიად საქართველო სახალხო გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა შეძრა, კვლავ დაიღვარა სისხლი…
1956 წლის მარტის სისხლიანი დღეებიდან 56 წელი გავიდა.
- 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ბნელი რუსული მასა, რომლის ერთი ელემენტიც იყო ხრუშჩოვი, თვლიდა, რომ ქართველები, სტალინ-ბერიას წყალობით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. “პიროვნების კულტის” გაუქმებისკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს მისცა გზა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. ჯარში, ანდა საერთოდ, რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. გაგრძელება »
ავტორი: giorgi789

კომპანია პეპსი წელს ქილების კოლექციურ სერიას გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული იქნება მაიკლ ჯექსონის ფოტო. ეს არის აქცია მუსიკოსის უკვდავსაყოფად, რომელიც ასევე ალბომ Bad–ის გამოშვებიდან 25 წელს მიეძღვნება. ალბომი 1987 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: Bad, Billie Jean, michael jackson, Pepsi

ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ედისონი, ელექტროენერგია, ელექტროძრავა, ექსპერიმენტი, ლაბორატორია, მუდმივი დენი, ნიკოლა ტესლა, ტესლა, ტრანსფორმატორი, ცვლადი დენი

კურიოზი
სახელოვანი გერმანელი კომპოზიტორი რობერტ შუმანი ერთხელ თავის მეუღლეს, გამოჩენილ პიანისტს საკონცერტო მოგზაურობაში თან ახლდა.
სამეფო კარზე ჩატარებული კონცერტის შემდეგ ხელმწიფემ შეაქო ხელოვანი ქალი და მერე მის ქმარს შეეკითხა:
– ბატონო შუმან, თქვენც მუსიკოსი ხართ?
დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი
საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტრი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემს ახსნა-განმარტება მისცა:
- იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.
- რას ამბობ? – გაოცდა ბიჩემი. – მე ვერასოდეს ვივარაუდებდი, რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში! გაგრძელება »
ავტორი: marikusa191
ტეგები: genius, გენისოი

ეს მართლაც უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობრობა, სიყვარული და ხალისია, რომელსაც ფილმების კეთებისას ერთად განვიცდით,” – თქვა სტრიპმა, რომელიც რეკორდსმენია და 17-ჯერ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. ამასთანავე, ის შედის ხუთ ოსკაროსან მსახიობთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ჯილდო სწორედ სამსახიობო შესრულებისთვის აიღეს – მერილ სტრიპს, ინგრიდ ბერგმანს, უოლტერ ბრენანსა და ჯეკ ნიკოლსონს აქვთ სამ-სამი, ხოლო ქეთრინ ჰეფბერნი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ოსკარი აქვს აღებული.
წლევანდელ ცერემონიაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს “დახმარება”, სადაც მოვლენები 60-იანი წლების მისისიპიში ვითარდება და რომელიც რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს ეძღვნება. ამავე ფილმისთვის, ოქტავია სპენსერმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, დაჯილდოვდა 82 წლის კრისტოფერ პლამერი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა. მანამდე ეს ტიტული 80 წლის ჯესიკა თენდის ეკუთვნოდა. როდესაც პლამერმა ხელში ოსკარი აიღო, იხუმრა: “ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ხარ, ძვირფასო, სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?” ორივე მსახიობმა იგივე ნომინაციებში “ოქროს გლობუსიც” მოიპოვა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: 2012, ოსკარი

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის “რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. გაგრძელება »
ავტორი: Guns_N_Roses

ვისზე ან რაზე დამეწერა დიდხანს ვფიქრობდი, და აი მუზაც მეწვია მარსელ გლეფეს სახით, რომელიც ჩვენი დროის, ყველაზე ამაზრზენი ტრაგედიის “კეთილი” და ამავე დროს ბევრისთვის უცნობი გმირია.
ამ ადამიანის შესახებ ბევრმა უნდა გაიგოსს! მარსელ გლეფე-უტოიაას ტრაგედიის “კეთილი-გმირი”. მინდა ერთ-ერთი დაზარალებულის ნერკიუ ვოლის წერილი გაგაცნოთ, რომელიც კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა და ერთმა- თავდადებულმა უცნობმა გმირმა გადაარჩინა. წერილი ასე იწყება: “როცა ჩვენს წრეში პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ადამიანი შემოვარდა და სროლა აგვიტეხა, ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ზოგი მოცელილივით ძირს დაეცა, ზოგი დაჭრილი იყო და წამოდგომა არ შეეძლო, დანარჩენებს შიშმა ხელ-ფეხი შეგვიბორკა… მათ შორის მეც ვიყავი. ვიჯექი და ჩემს მშობლებთან, და-ძმასთან და საყვარელ ადამიანებთან მესიჯებს ვგზავნიდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ დზალიან მიყვარდა. მერე დედას მივწერე, რომ ცოცხალი ვარ და პოლიციელებს ველოდები საშველად, ოღონდ გეხვეწები,თავი ხელში აიყვანე და პასუხი არ მომწერო, მესიჯის ხმაზე შეიძლება მკვლელი მიხვდეს, რომ ცოცხალი ვარ და ტყვიას დამაჭედებს გაგრძელება »
ავტორი: Guns_N_Roses
|
ბოლო კომენტარები