|
აპრ 29
|

თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე. გაგრძელება »
კატეგორიები
|
თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე. გაგრძელება »
Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე). გაგრძელება »
სადაც გინდა და როგორც გინდა! “გლობალურ მუსიკალურ ეპიდემიად” წოდებული მუსიკისა და ცეკვის ახალი სტილი-ჰიპ-ჰოპი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში, დასავლეთ ბრონქსის ღარიბულ კვარტალებში დაიბადა. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი, ელექტრო ფანკის “მამად” წოდებული ამერიკელი დიჯეი კევინ დოვანი, იგივე აფრიკა ბამბაატაა. მისსავე სახელს უკავშირდება ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია ჯერ ამერიკაში და მერე ძველ სამყაროში-ევროპაში, სადაც 1982 წელს რეპერების დიდი ტურნე მოაწყო. ახლა ჰიპ-ჰოპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი შოუებისა და საკულტო ფილმების “მთავარი გმირია”. ევროპაში მან ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველაზე კონსერვატიული ინგლისისა და ყველაზე გაპრანჭული, პრეტენზიული და დახვეწილი საფრანგეთის, უწინარეს ყოვლისა კი მისი სულისა და გულის-პარიზის ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნეშენალ ჯეოგრაფიკმა” ჰიპ-ჰოპი “ახალი თაობის ყველაზე საყვარელ კულტურად” აღიარა. ემოციის გამოხატვის ამ ახალმა ენამ საქართველოშიც შემოაღწია და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი შესწავლის სურვილი ჩვენშიც ბევრს აღმოაჩნდა. ალბათ ამიტომაც, თბილისში რამდენიმე წლის წინ გახსნილმა ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება მალევე მიიპყრო. ამაში დიდი წვლილი სტეისის, იგივე ანასტასია ფიოდოროვასა და DStar studio-ს პედაგოგთა გუნდს მიუძღვის. - Hip-hop-ი სლენგია. Hip-ყველაზე მოდურს, მუდამ ცვალებადს ნიშნავს, Hop კი-ნახტომს. Hip-ის “ნახტომი მომავალში” იმდენად შთანმეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას ლოკალური და გლობალური კულტურების შერწყმის სუპერათანამედროვე ფორმა უწოდეს და ემოციის გამოხატვის ახალ ენადაც მონათლეს. გაგრძელება »
ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს ადამიანური სახე არ შეიძლება ჰქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა – ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა. გაგრძელება »
ამ სურათს უცქერდა ათამდე ყასაბი. ისინი წლების მანძილზე დაკავებულნი იყვნენ ამ საქმიანობით, მაგრამ მსგავს სურათს პირველად ხედავდნენ და მათაც იმ ხარივით ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე. ისინი ისე შეძრა ნახულმა, რომ გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს. „ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, ტიროდა, როგორც ბავშვი; თმები ყალყზე მიდგებოდა – ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. მე ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა“, – თქვა ბილი ფონგმა. „ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!“ – ეს ტატ ნინის სიტყვებია. გაგრძელება »
რამდენად შესაძლებელია აზარტული თამაშებისგან ფსიქოდამოკიდებულების მოხსნა და რამდენად დიდი ზიანი მოაქვს აზარტს ლუდომანებისთვის – ამ თემაზე “გუმბათს” სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესაუბრებიან. საინტერესოა ამ საკითხის გარშემო ფსიქოლოგის, მოძღვრის პოზიციაც. გაგრძელება »
წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულებას ეხებოდა, მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ, რედაქციაში შეშფოთებული მშობლები რეკავდნენ და შემოგვჩიოდნენ, რომ ამ “მოჯადოებულმა ყუთმა” მათი შვილები მართლაც ისე მოაჯადოვა, რომ ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგული აქვთ… ზოგიც პირველკლასელებისთვის ნაჩუქარი კომპიუტერების გამო ღელავს და ეჭვობს, რომ განათლების სისტემის ეს ინიციატივა შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ მარინე მაჭავარიანის მოსაზრებას, რომელსაც პედაგოგიკის კურსი აშშ-ში აქვს გავლილი და აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გამოსულა მოხსენებით საზოგადოების წინაშე, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. გაგრძელება »
2012, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპით დრაკონის წელია, განსაკუთრებულად წარმატებულია ქორწინებისთვის და ბავშვის გაჩენისთვის. დრაკონის წელი მოითხოვს ასევე დიდ რისკს ბიზნესში და ნებისმიერ წამოწყებულ საქმეში ინიციატივას, მათ შორის სექსშიც. დრაკონს არ უყვარს უკან დახევა და გაუბედაობა. ამიტომ ასტროლოგები თვლიან, რომ ამ წელს განსაკუთრებით მათ ექნებათ წარმატება, ვინც ინიციატივას გამოიჩენს. გაგრძელება »
უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს.უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. გაგრძელება » |
ბოლო კომენტარები