
სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…
აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ… გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: გომელაური, ნიკო

გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მოხათული, ხელი

ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა ვიხმაროთ ღონე იმისა,
რომ უკანასკნელი ფრთასისხლიანი მერცხალიც
არ გაფრინდეს ამ გარდაცვლილი ბუდიდან.
და დარჩნენ მხოლოდ ფრჩხილებით ჩამოკაწრული ღამეები,
და დედამოტყნული ისტორიკოსები,
რომლებიც თავიანთივე დედისტყვნას,
ყველაზე მხატვრული ხერხით სტყუიან.
სადაც ყოველ დღე კარზე გვიკაკუნებენ
და ჭუჭრუტანიდან საკუთარ სიკვდილს ვხედავთ. გაგრძელება »
ავტორი: sali23
ტეგები: მიშო დადიანი

გამოიარე ეს გზა მაშინ, როდესაც დილა-
-ხელისგულებზე გადაკეცილ ამინდებს ფიქრობს,
და ეს წერილიც ისეთივე.. – რომ თითქმის კბილი
(ღმერთმა შემინდოს) რაღა თითქმის, ტკივილი, მიკრო-
-ელექტრონული ვაგონებით, სულამდე ჩადის.
გაგრძელება »
ავტორი: sali23
ტეგები: მიშო დადიანი
კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.
კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს. გაგრძელება »
ავტორი: ucha
ტეგები: კონგრესის ბიბლიოთეკა

გასვლა
მიდიხარ, ჯდები, (ნონსენსია სხვა რამე ახლა),
კარის კაცივით გელოდება სამყარო გარეთ…
რა იოლია (ან პირიქით) თვალების- სახლი-
-გაიხადო და მიატოვო, გაექცე სადმე.
თუნდაც ისე შორს, რომ არ ჩანდეს -ნამცეცი მთვარე,
ღრუბლები , მთები, აივნები, სამყარო-ბლიცი,
რომ ეს ზეცაც კი არ გამოჩნდეს,რომ მიკრო წამებს-
-გაასწრო მთელი დედამიწით, ჰაერით, სივრცით… გაგრძელება »
ავტორი: sali23
ტეგები: ლექსი, მიშო დადიანი
(თამუსი სუბელიანს)
ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად,
განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი,
შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და
დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა.
გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია,
გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ,
იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია-
-სიცოცხლე,
როგორაც არ უნდა ათოვდეთ.
წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს,
წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს,
ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას,
შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი.
თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე- გაგრძელება »
ავტორი: sali23
ტეგები: მიშო დადიანი

კადრი ფილმიდან “უკვდავი”.
ირაკლი კაკაბაძის “სიყვარულის ბალადა” გაქირავებაში 17 ნოემბერს გამოვა
ნოემბრის კინოგაქირავება დაიწყო. ნელა-ნელა ეკრანებზე გამოდის ის ფილმები, რომლებსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება და რომლებსაც კინოდაჯილდოებებზე მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. ასე ხდება ჩვენთანაც – “ამირანი” და “რუსთაველი” ტრადიციულად მცირე, თუმცა ჟანრულად მრავაფეროვან აფიშას გვთავაზობს, რომელიც ერთნაირი დოზით მოიცავს ბლოკბასტერებს, კომედიებს, საბავშვო და ქართულ ფილმებს. ქვემოთ სწორედ მათ გაგაცნობთ.
მიმოხილვას ქართული ფილმით დავიწყებთ – 17 ნოემბერს ეკრანებზე ღამის შოუს სტუდიის ახალი კინოპროექტის, “სიყვარულის ბალადის” პრემიერა იგეგმება. ფილმის რეჟისორი ირაკლი კაკაბაძე გახლავთ, ხოლო მთავარ როლებს “შუა ქალაქის”, “გოგონა გარეუბნიდან” და ამ სტუდიის სხვა პროექტების, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები ასრულებენ: რუსკა მაყაშვილი, გიორგი ვარსდოსანიძე, ბაჩო ქაჯაია, კახა კინწურაშვილი და სხვები. ფილმი რომანტიკული კომედიის ჟანრს განეკუთვნება და, როგორც ამბობენ, ძალიან სასაცილოცაა. ფილმისთვის საუნდტრეკი ჯგუფმა “თავისუფალმა” დაწერა და თუ ამ ჯგუფის მუსიკის თავისებურებას გავითვალისწინებთ, წინ მართლაც ლაღი და მსუბუქი სანახაობა და ხმოვანი ბილიკი გველის. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

***
კედლიდან სიჩემე წვეთავს,
იცი გვიანია უკვე,
და ისე უძილოდ წვები,
დაიმარტოხელებ ნუგეშს.
რომელიც იპოვე არსად,
უფრო მოიგონე თვითონ,
ღამეს გამოართვი ჩანთა,
სადაც გაზაფხული იდო.
გესმის საათების კვნესა,
(გძულდა ბავშვობაში მახსოვს),
ალბათ ახლაც ისე გჯერა,
ოთხ კაცს მოვერიე მარტომ.
ბავშვურ გიყვებოდი ტვინით,
ისე გულუბრყვილო ჩანდი,
ისე დაიწყებდი ტირილს,
ისე ბავშვურ გულით გწამდი. გაგრძელება »
ავტორი: nika222
ტეგები: ოჯალეში, რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია, წერილი ინგლისელ ქალს
ჩემი რამდენიმე ახალი ფოტო
ავტორი: ereart
ტეგები: ere, ere art, photo, photography
|
ბოლო კომენტარები