„ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.
“ჯეინ ეარის” მხატვრულობა.
როდესაც წერილი შარლოტა ბრონტეს მივწერე, მე მაშინ ვთქვი, რომ “ჯეინ ეარის” მიმართ ძალზე სუბიექტური ვიქნებოდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯეინი ისედაც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებულად მძაფრი და მძიმე იყო განსაცდელად. ჯეინის საუკეთესო მეგობრის, ელენისსიკვდილის წინა სიტყვები, როდესაც ჯეინთან ჩახუტებული ჩურჩულით ამბობს: “მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ; როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისე მტკივნეულია… ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა–წამებას ავიცილებ თავიდან…” როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ამ ასაკის გოგონასგან, ელენისნაირიები აღარ იბადებიან… გაგრძელება »
ავტორი: Annabu
ტეგები: Charlotte Bronte, Jane Eyre
ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ და 37 წლის რეპრესიებმა, რომელმაც ერის რჩეული შვილები შეიწირა, სისხლიანი ფურცლები ჩაწერა ქართულ მატიანეში. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ისედაც მცირერიცხოვან ერს 300 ათასი ჯანღონით სავსე ვაჟკაცი გამოაცალა. თავს დატეხილი კატასტროფების მიუხედავად, ქართველმა მაინც “ვერ ისწავლა ჭკუა”. ომის დასრულებიდან 11 წლის თავზე თბილისი და სრულიად საქართველო სახალხო გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა შეძრა, კვლავ დაიღვარა სისხლი…
1956 წლის მარტის სისხლიანი დღეებიდან 56 წელი გავიდა.
- 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ბნელი რუსული მასა, რომლის ერთი ელემენტიც იყო ხრუშჩოვი, თვლიდა, რომ ქართველები, სტალინ-ბერიას წყალობით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. “პიროვნების კულტის” გაუქმებისკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს მისცა გზა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. ჯარში, ანდა საერთოდ, რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. გაგრძელება »
ავტორი: giorgi789

გაგრძელებაში იხილეთ გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები “სამოსელი პირველი” გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: გურამ დოჩანაშვილი, მოთხრობა, სამოსელი პირველი

ნაშრომში წარმოდგენილია პერსონალური კომპიუტერის მოწყობილებები, მათი სტანდარტები, მახასიათებლები, მუშაობის პრინციპები. განხილულია კომპიუტერის სხვადასხვა კომპონენტების კონფიგურირების და ჩართვის, კომპიუტერული სისტემების აწყობის, მოდერნიზების და სერვისის საკითხები. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: კომპიუტერული სისტემების აწყობა, მოდერნიზება და სერვისი
VirtualKeyboard3.2 (http://www.andrej-koch.de/) ფასიანი ვირტუალური კლავიატურა შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო სხვადასხვაგვარ სიტუაციაში. მაგალითად, ზოგჯერ ასე გაცილებით უფრო უსაფრთხოა პაროლების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეყვანა, თუნდაც იგივე ინტერნეტბანკინგში შესვლის დროს.ზედმეტ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ან კიდევ თუ კლავიატურაზე გაფუჭებულია გარკვეული ღილაკები (ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კლავიატურა სასაცილო ფასად იყიდება იგივე Alta-ში). გარდა ამისა, ვირტუალური კლავიატურა გამოადგება ინგლისურენოვანი ღილაკების მქონე ნოუთბუქების პატრონებს, რომელთაც ჯერჯერობით არა აქვთ ათვისებული ბრმა ბეჭდვის ტექნიკა. პროგრამის ინსტალაციის დროს, შესაძლებელია ნებისმიერი კლავიატურის შერჩევა – არაბულით დაწყებული და ჩინურით დამთავრებული. ბუნებრივია, არსებობს ქართული ენის მხარდაჭერაც. მთლიანობაში მხარდაჭერილია 70-მდე სხვადასხვა კლვიატურა და 50-მდე სხვადასხვა ენა. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: MaxiVista 4.0.12, Virtual Keyboard 3.2, ZMouse 1.0

ჩემი წიგნის ლინკი ადრეც მედო, თან არაერთ ბლოგსა თუ ფორუმზე, მაგრამ კორექტივები შევიტანე და ბევრი ახალი რამ დავამატე. თან word-ში
syfleen შრიფტით გადავიწერე, რათა ლათინურით არ შეცვლილიყო.
დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული მუშაობა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდამაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა დეტალს დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველიფრესკები, ბარელიეფები თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზეც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ასე შემდეგ. წიგნი 95 გვერდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პატარა თავს შემოგთავაზებთ. გაგრძელება »
ავტორი: androabuladze
ტეგები: კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ, წიგნი უცხოპლანეტელებზე

შემადგენლობა
გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ა.შ. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ბიოგაზი

დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასე ყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული კვლევა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არ ყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდა მაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა სიტყვას დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი, გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველი ფრესკები, ბარელიეფები, თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზედაც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ა.შ. მოკლედ ყველას გირჩევთ, გადაიწეროთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან და წაიკითხოთ, არა იმიტომ რომ ჩემია, არამედ იმიტომ, რომ მართლა ძალიან საინტერესოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს მცირედი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს ამ საკითხზე.
სტატიის განახლებული ვერსია სანახავად დააჭირეთ აქ!
ავტორი: androabuladze

ეს არის ჟიულ ვერნის ერთერთი ნაწარმოები 80 000 კილომეტრი წყლის ქვეშ..ძალიან საინტერესო წიგნია..ახლა ამას ვკითხულობ.. გაგრძელება »
ავტორი: Gordo

აქ შესულია 100 ეფექტი რომელიც კიეთდება ფოტოშოპში… თან დაწვრილებითაა ახსნილი, ასე რომ არ გაგიჭირდებათ ამ ეფექტების თქვენით გაკეთება. მართალია ცოტა ძველია მაგრამ მიანც გამოდგება ახალ ფოტოშოპზე.
გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: photoshop, გაკვეთილი, ეფექტები, ტუტორიალი
|
ბოლო კომენტარები