loading...

დეკ 18

მსოფლიოს აბლაბუდა

მსოფლიოს ინტერნეტ ქსელმა ადამიანის ყველა სფეროში ჰპოვა გავრცელება. აქ ადამიანები სწავლობენ, მუშაობენ, ისვენებენ, ეცნობიან, ურთიერთობენ. ალბათ, პლანეტაზე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელმაც ინტერნეტის შესახებ არაფერი არ იცის.  მილიონობით ადამიანი გაცილებით უფრო ხშირად სარგებლობს ინტერნეტით, ვიდრე ტელევიზორით ან რადიოთი. პრაქტიკულად ყველა დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში.

ინტერნეტის საშუალებით დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მარტივად, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა, მისი წყალობით გაადვილდა საქონლისა და მომსახურების ბაზრის მოძიებაც. სწორედ ინტერნეტია კაცობრიობის ის ერთ-ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც ქვეყნებს შორის გეოგრაფიული საზღვრები მოიხსნა.

მოდით უფრო კარგად გავეცნოთ მსოფლიოს აბლაბუდას, გავიგოთ უფრო მეტი  ინტერნეტის წარმოშობასა და ცვლილებებზე, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. Read the rest of this entry »

დეკ 17

დაკიდებული რესტორანი ჩინეთში

ექსტრაორდინალური რესტორანი “ფანვენი” მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში არსებულ “სამი მოგზაური”–ს მღვიმესთან, რომელიც დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ იჩანიდან.

რესტორანი განთავსებულია სილინის ხეობაში. თავბრუდამხვევი სილამაზე უბრალო დამთვალიერებლებსა და რესტორნის სტუმრებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. დაწესებულების შესასვლელი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეულია, თუმცა ბოლოში კლდეზე გამავალი ბეტონის ხიდი ნამდვილი საოცრებაა. რესტორნის დაბოლოება პრაქტიკულად ჰაერშია გამოკიდებული, რომლიდანაც სილინის ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. Read the rest of this entry »

დეკ 16

მინიატურული ნახატები თვალებზე

ებრაელი მხატვრის ტალ პელეგის ნამუშევრები თვალის უბრალო მაკიაჟის შესახებ წარმოდგენას ცვლის. მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, ვიზაჟისტი თვალის მიდამოები ულამაზეს ზღაპრულ ილუსტრაციებს ჰქმნის.

“მუმინები”, “მძინარე მზეთუნახავი” და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ულამაზესად ერწყმის თვალებს. სამუშაო საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ნამდვილად ღირს. Read the rest of this entry »

დეკ 14

ტვინის მუშაობისათვის სასარგებლო პროდუქტები

ნებისმიერი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას სტიმულს მისცემენ და გონებრივ აქტივობასაც გაზრდის. მეცნიერებმა ასეთი პროდუქტების სია წარმოადგინეს.

პირველი ადგილი ცხიმიან თევზს უჭირავს, რომელიც ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3–ს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება თავის ტვინის ე.წ რუხი ნივთიერებების გამომუშავებაში ეხმარება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში 1–2 ჯერ ვჭამოთ. Read the rest of this entry »

დეკ 13

პროდუქციის ორიგინალური შესაფუთი საშუალებები

დღეს უამრავი კომპანია ცდილობს კლიენტებისათვის ახალი ინოვაციური პროდუქტისა თუ შეთავაზების მოფიქრებას, რაც აუცილებელიც კია  თანამედროვე დაუნდობელი კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად. სიახლეში წარმოდგენილია ორიგინალური და უჩვეულო შეფუთვები, რაც პროდუქციის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. Read the rest of this entry »

დეკ 12

საზღვაო-სატრანსპორტო საშუალება Prelude FLNG

გემი «Prelude FLNG», რომლის კორპუსის სიგრძე 488 მეტრს, ხოლო სიგანე 74 მეტრს შეადგენს, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით ააგეს. ბუნებრივი აირის თხევად აირში გადამამუშავებელი მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აჭარბებს. საბოლოო მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს გიგანტური საზღვაო ხომალდი ყველაზე დიდი მცურავი საშუალება იქნება, რომელიც ადამიანს კაციობრიობის ისტორიაში აუგია.

გემი «Prelude FLNG» ზღვის ფსკერიდან მოპოვებულ ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად, შემგდომ კი პირდაპირ ღია ზღვაში საზღვაო-სატრანსპორტო ტანკერებში გადატვირთავს მას. სრულად აღჭურვილი და დატვირთული გიგანტის წონა 661,400 ტონა იქნება. წლის განმავლობაში კი ეს მოცურავე ფაბრიკა 3,8 მილიონ ტონა ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად. გემზე განთავსებული რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 430 მილიონ ლიტრს, რაც მოცულობით 175 ოლიმპიური კლასის საცურაო აუზის ექვივალენტია. Read the rest of this entry »