მეცნიერებმა, რომლებმაც ავსტრალოპითეკ ლუსის განმარხებულ ძვლებზე დახვეწილი სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს, დაადგინეს, რომ მას შეეძლო ხეებზე ცოცვა ისე, როგორც ფეხით სიარული, რაც, სავარაუდოდ, ლუსის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
Tag Archive: ადამიანი
დეკ 19
სანსარას ბორბალი
– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არც კი ვიცი რა გითხრა ღმერთო… როდესაც ცოცხალი ვიყავი კარგად ვგრძნობდი თავს. ვიპარავდი, ვძარცვავდი. ფული ყოველთვის მქონდა. ვცხოვრობდი მხიარულად და უზრუნველად, სანამ ადამიანებმა არ დამიჭირეს და ჩამომახრჩვეს. აი ახლა ვფიქრობ – ალბათ არასწორად ვცხოვრობდი და ვისურვებდი გამოსწორებას. უფალო არ დამსაჯო, მე არაფერში ვარ დამნაშავე, შენ თავად მიბოძე ასეთი ცხოვრება.
– მე არ დაგსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო სხვა ცხოვრებაში?
– გამაჩინე უბრალო ადამიანად, რათა შევძლო საკუთარი შრომით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა.
– იყოს ისე როგორ გსურს.
ნოე 18
კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი
ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.
ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო.