loading...

Tag Archive: ადამიანი

მაი 10

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.

რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

– წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

 

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს. Read the rest of this entry »

ნოე 25

ბუნება და ადამიანი

დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.
ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.
ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.
თუ საკმარისი ფული გვაქვს, შეგვიძლია იმდენი მოვიხმაროთ, რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღარაფერი დარჩეს. და ეს არა მხოლოდ მოხმარებად რესურსებს ეხება. ბუნებას აქვს თვითგანახლების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ჩვენ იმაზე უფრო სწრაფად მოვიხმარეთ, ვიდრე ბუნება მის აღდგენას შეძლებს, ჩვენ განახლებადი რესურსების გარეშეც ისევე დავრჩებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ წყალი, ტყეები, ჰაერი…
ყველაფერი რასაც მოვიხმართ, არა რომელიმე მწარმოებლისგან, არამედ ბუნებისგან მოდის. ადამიანის მიერ დახარჯული შრომა მხოლოდ ნაწილია საგნის ღირებულებისა. გადახდილი ფული კი მხოლოდ ადამიანს უნაზღაურებს შრომას და არა ბუნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გადავიხადოთ, ამით ბუნებას არაფერი შეემატება. Read the rest of this entry »

აპრ 07

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. Read the rest of this entry »

მაი 18

რატომ გროვდება მუცელში აირები

მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვების შედეგია. აირები შთანთქმული ჰაერის ხარჯზე წარმოიქმნება, ასევე საჭმლის მონელების დროს კუჭსა და ნაწლავებში გამოიყოფა. მეტეორიზმი დაავადება არ არის, არამედ მისი ერთ–ერთი ნიშანია. დაავადება, რომლის დროსაც მეტეორიზმი ვლინდება, ბევრია. ხოლო თუ რომელზე მიგვანიშნებს ორგანიზმი, ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

მეტეორიზმის აღმოცენების ძირითადი მიზეზებია: 1) უჯრედისებითა და სახამებლით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. მათი გადამუშავების დროს ბევრი აირი წარმოიქმნება. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება პარკოსნები, ბოლოკი, კომბოსტოს ყველა სახეობა, კარტოფილი, მჟაუნა, ყურძენი, ხახვი. 2) საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა (ფერმენტების ნაკლებობა, ათვისების გაძნელება, დისბაქტერიოზი და ა.შ.). 3) სერიოზული მიზეზები – სიმსივნე, რომელიც კუჭს აწვება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან ნაწლავების სისხლძარღვებში სისხლის შეგუბება. 4) ინფექციები, რომლებიც კუჭის ტრაქტის მუშაობას აუარესებენ. 5) საჭმელთან ერთად ჰაერის დიდი რაოდენობით შთანთქმა. 6) ფსიქოემოციური გადატვირთვა და ნერვულ–ფსიქიკური მოშლილობები, რომლებიც ნაწლავების მუსკულატურის სპაზმს იწვევს.  Read the rest of this entry »

ოქტ 16

ბრბოს ფსიქოლოგია


სტატიის სანახავად შედით სრულიადში Read the rest of this entry »

სექ 24

საინტერესო ფაქტები სიზმრებზე


პოსტის სანახავად შედით სრულიადში Read the rest of this entry »