loading...

Tag Archive: აირები

მაი 18

რატომ გროვდება მუცელში აირები

მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვების შედეგია. აირები შთანთქმული ჰაერის ხარჯზე წარმოიქმნება, ასევე საჭმლის მონელების დროს კუჭსა და ნაწლავებში გამოიყოფა. მეტეორიზმი დაავადება არ არის, არამედ მისი ერთ–ერთი ნიშანია. დაავადება, რომლის დროსაც მეტეორიზმი ვლინდება, ბევრია. ხოლო თუ რომელზე მიგვანიშნებს ორგანიზმი, ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

მეტეორიზმის აღმოცენების ძირითადი მიზეზებია: 1) უჯრედისებითა და სახამებლით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. მათი გადამუშავების დროს ბევრი აირი წარმოიქმნება. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება პარკოსნები, ბოლოკი, კომბოსტოს ყველა სახეობა, კარტოფილი, მჟაუნა, ყურძენი, ხახვი. 2) საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა (ფერმენტების ნაკლებობა, ათვისების გაძნელება, დისბაქტერიოზი და ა.შ.). 3) სერიოზული მიზეზები – სიმსივნე, რომელიც კუჭს აწვება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან ნაწლავების სისხლძარღვებში სისხლის შეგუბება. 4) ინფექციები, რომლებიც კუჭის ტრაქტის მუშაობას აუარესებენ. 5) საჭმელთან ერთად ჰაერის დიდი რაოდენობით შთანთქმა. 6) ფსიქოემოციური გადატვირთვა და ნერვულ–ფსიქიკური მოშლილობები, რომლებიც ნაწლავების მუსკულატურის სპაზმს იწვევს.  Read the rest of this entry »