loading...

Tag Archive: აისბერგი

მარ 11

აისბერგს «ტიტანიკის» ჩაძირვაში მთვარე და მზეც «ეხმარებოდა»

ჟურნალში Sky and Telescope გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1912 წელს ატლანტიკაში ანომალიურად დიდი რაოდენობით აისბერგების გაჩენის მიზეზი, რომელთაგან ერთ-ერთი «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი გახდა, დიდი ალბათობით შეიძლება ყოფილიყო მზის, დედამიწისა და მთვარის განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობა.

Read the rest of this entry »

ნოე 24

იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრში თხევადი წყლის კოლოსალური მარაგი იმალება

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის პირობებს შორის აღნიშნულია თხევადი წყლის არსებობა და საკუთარი ვარსკვლავიდან ოპტიმალური დისტანცია. მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძიებასთან ერთად მეცნიერები იმ ციური სხეულების კვლევასაც განაგრძობენ, რომლებიც ჩვენთან «ახლოს» არიან. NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ტბებს მალავს, რომელთაგან ერთ-ერთი ტევადობით ამერიკული უზარმაზარი ტბების ქსელს აღემატება, ხოლო ყინულის ქვევით დიდ სიღრმეზეა ოკეანე, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე უფრო დიდია. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პროცესში, რომელიც დედამიწაზე ზონდმა გალილეომ გადმოგზავნა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომაა ციური სხეულის ზედაპირი ქაოტური ფორმის, ანუ უწისრიგოდ ენაცვლებიან ერთმანეთს მთოვანი წარმონაქმნები, ნაპრალები და მდელოები. Read the rest of this entry »