loading...

Tag Archive: აკაკი კვანტალიანი

დეკ 25

აკაკი კვანტალიანი

ცნობილი ქართველები: აკაკი კვანტალიანიმან გვიან დაიწყო მსახიობობა, მიხვდა, რომ ეს საქმე მისი იყო და ბოლომდე უნდა გაჰყოლოდა. 1907 წლის 27 დეკემბერს დაიბადა, სამტრედიაში. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ამავდროულად ბავშვობიდან გამოყოლილ ოცნებას თავისებურად ასხამდა ფრთებს, – თბილისის მუშათა თეატრში წარმოდგენებში მონაწილეობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს “ფილოლოგობდა” (სანდრო ჟორჟოლიანის მსგავსად), მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სფერო ისე არ იტაცებდა. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კინოშიც სცადა ბედი და გამოუვიდა კიდეც. მაყურებელმა ძალიან შეიყვარა აკაკი კვანტალიანი. მის მიერ გასახიერებული როლები კი დღემდე დაუვიწყარია. Read the rest of this entry »