loading...

Tag Archive: ამერიკული ბულდოგი

ოქტ 26

ძაღლის სუსტი წერტილი

სამოსამსახურეო ძაღლი თუ პროფესიონალის მიერ არის აღზრდილი, პატრონს და მის ქონებას ისე დაიცავს, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს გაეკარება. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი მწვრთნელი, რა უნდა ვიცოდეთ გასაწვრთნელი ძაღლის ყოლის მსურველებმა და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი, ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი გიამბობთ: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად იცავენ ჩვენს ქონებრივ საკუთრებას და პირადად ჩვენ. ესენი არიან:

კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან დაიცვან პატრონი. შედარებით უცხო ადამიანებისადმი კი გულგრილები არიან და უნდობლობას იჩენენ. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში კანე კორსომ შეიძლება ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს, რომ ადამიანი ვეღარ ააწყოთ. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავ, დაიყეფებს და შენსკენ წამოვა, შეიძლება გიკბინოს, თუმცა მისი კბენის მაქსიმუმი გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს. მართალია, ძაღლი გენეტიკურად კოდირებულია, რომ ტერიტორია და პატრონი დაიცვას, მაგრამ გენეტიკურად არ გადაეცემა ის, თუ რა შემთხვევაში დაიცვას და რა შემთხვევაში – არა. Read the rest of this entry »