loading...

Tag Archive: არგენტინული დოგი

მარ 10

არგენტინული დოგი

არგენტინული დოგის პირდაპირი წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები (perro de pelea corbodes) იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ საუკეთესო დაცვისუნარიანობით, თუმცა უამრავი ნაკლი გააჩნდათ: იყვნენ ზედმეტად მასიურები (რაც მათ ნადირობაში ხელს უშლიდა) მძიმედ იტანდნენ არგენტინულ ცხელ ჰავას და ა.შ XX საუკუნის დასაწყისში არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეექმნა მასტისებური თეთრი ძაღლიდან იდეალური მონადირე. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია.
Read the rest of this entry »