loading...

Tag Archive: აღმოჩენა

მაი 10

Facebook-მა 10 წლის ფინელი ბიჭი 10 000 დოლარით დააჯილდოვა

Facebook-მა 10 წლის ფინელი ბიჭი, სახელად იანი 10 ათასი დოლარით დააჯილდოვა. ამის მიზეზი მცირეწლოვანის მიერ Instagram-ში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი გახდა. კერძოდ, იანიმ აღმოაჩინა, რომ მას ნებისმიერი მომხმარებლის კომენტარების წაშლა შეეძლო. Read the rest of this entry »

ნოე 03

ნახატის წმენდისას გაკეთებული აღმოჩენა

მონარქის ოჯახისთვის შეუფერებელი საქციელი აღმოჩნდა ერთ-ერთ ნახატზე, სადაც გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს საჯაროდ. ეს სცენა გამოჩნდა სამეფო კოლექციაში დაცული მე–17 საუკუნის ჰოლანდიური ნახატის გაწმენდითი სამუშოების დროს. Read the rest of this entry »

ივლ 14

მეცნიერებმა უსაფრთხო შაქარი შექმნეს

ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დიდხანს მუშაობდნენ უსაფრთხო შაქრის მიღების ახალ ტექნოლოგიაზე. სამუშაოს შედეგია ერითრიტის– ნატურალური შაქრის შემცვლელის ახლებური ფორმა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ერითრიტი არ იწვევს გასუქებას, კარიესს და არანაირად არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. Read the rest of this entry »

აპრ 07

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. Read the rest of this entry »

მარ 02

უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე: დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში, ბურდოს მთისა და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის წევრებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთუმიანის (მამონტისმაგვარი არსება), სავარაუდოდ მასტოდონტის (Mammutidae), 12-5 მლნ წლის ხმელთაშუაზღვის კუს (Testudo graeca), თანამედროვე შვლის წინაპრის (Praecapreolus cusanus), ნამარხი ანტილოპას (Protoryx sp.), ჰიპარიონის (Hipparion elegans) – ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრისა (Propotamochoerus provincialis) და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. Read the rest of this entry »

თებ 28

პატარა მონსტრები ოკეანის სიღრმეებიდან


ერთი შეხედვით ისინი არაამქვეყნიურ, სხვა პლანეტის მობინადრე არსებებს ჰგვანან. მაგრამ დედამიწიდან ათეულობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებში ბინადრობის მაგივრად ეს საშიში შესახედაობის პატარა ცხოველები დედამიწის ოკეანის სიღრმეებს იპყრობენ. Read the rest of this entry »