loading...

Tag Archive: ახალი წელი

დეკ 31

საინტერესო ფაქტები ყველაზე საყვარელ გრინჩზე, რომელმაც ბავშვებს შობა მოპარა

ჯიმ კერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსია აშშ-ში, უამრავი ჯილდოს მფლობელი (მათ შორის არის ოთხი `ოქროს გლობუსი”). Read the rest of this entry »

დეკ 23

450 ათასი ფერადი ნათურით მორთული სახლი

2000 წლიდან გერმანელი პენსიონერი როლფ ფოგტი ქალაქ ნიუნბერგიდან შობა-ახალი წლის დღესასწაულზე საკუთარ სახლს უამრავი ლამაზი, ფერადი განათებით რთავს. მის სახლზე მთელი 2 კილომეტრი სიგრძის კაბელია დახვეული, რომელიც ელექტროენერგიით 450 000 ფერად საახალწლო ნათურას ამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ როლფი განათებისათვის ზირითადად დიოდის ნათურებს იყენებს, თვის ბოლოს ელ.ენერგიის საკმაოდ მაღალი გადასახადი მისდის.

ბავშვთა სახლში გაზრდილი და საშობაო დღესასწაულის ბედნიერებას მოკლებული როლფი ყოველთვის ოცნებობდა ბედნიერ შობა-ახალ წელზე და ამ ბედნიერების სხვებისთვის გაზიარებაზე. წლების შემდეგ მან ეს ნატვრა-სურვილი რეალობად აქცია. ყოველ საღამოს იგი “მოციმციმე ინსტალაცია”-ს რთავს, რის შემდეგაც რის შემდეგადაც ზღაპრული სანახაობის მომსწრენი ხდებიან, პენსიონერის განათებული სახლის სანახავად მისული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები. Read the rest of this entry »

დეკ 31

ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება. Read the rest of this entry »

იან 01

გილოცავთ 2011 წელს!!!


ცოდნის ბლოგი გილოცავთ 2011 წელს!!! ბედნიერების, სიყვარულის და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელიწადი თქვენს ოჯახში, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ!!! გაიხარეთ და იბედნიერეთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად!!!