loading...

Tag Archive: ბავშვი

მაი 16

ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი სიკვდილისგან იხსნა

როგორც Daily Mail იუწყება, ჩინეთში მიწაში ცოცხლად დამარხული 1 თვის ჩვილი ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა. Read the rest of this entry »

დეკ 19

ბრიტანეთში 2017 წელს ,,სამი ადამიანის ბავშვი” დაიბადება

გაერთიანებულმა სამეფომ დაამტკიცა ტექნოლოგია, რომლის შედეგად ბავშვები სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად ჩნდებიან. პირველი ასეთი ბავშვი ბრიტანეთში, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს დაიბადება. Read the rest of this entry »

ოქტ 18

გერმანიაში 225 გრამიანი გოგონა დაიბადა

დასავლეთ გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა. ემილია გრაბარჩიკი დაბადებისას 22 სანტიმეტრი სიგრძის იყო და დაახლოებით 225 გრამს იწონიდა. Read the rest of this entry »

მაი 25

ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?

წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.
– დედები თუ ბებიები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებონ თავიანთი პატარა. ბავშვი წონას რომ იმატებს, ოჯახში ყველას უხარია, მაგრამ ეს როდია ჯანმრთელობის კრიტერიუმი. ჭარბწონიანობა დღეს მსოფლიო პრობლემად იქცა და მასთან ბრძოლა უკვე ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჭარბ წონას მრავალი უსიამოვნება მოაქვს, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

– როგორია წონის მატების ასაკობრივი ნორმები?
– დაბადების მასას (საშუალოდ, იგი 3500 გრამია) ბავშვი, ჩვეულებრივ 4-4,5 თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. მომდევნო წლებში წონის წლიური მატება დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კგ-საც კი მიაღწიოს.  6-7 წლისათვის ერთი წლის ასაკში არსებული წონა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია: Read the rest of this entry »

აპრ 20

ბავშვის დინამიური განვითარების თეორია

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები. Read the rest of this entry »

აპრ 08

არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა. Read the rest of this entry »

გვერდი 1 (3)123