“პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა გზითაც არის შესაძლებელი და ჩვენს ქვეყანას ელექტრონული ბარათი არ სჭირდება” – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და თავის ქვეყანაში ID ბარათებზე კანონპროექტი გააუქმა…
საქართველოში ელექტრონული ბარათზე გადასვლა ბათუმში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა და ცენტრალური ტელევიზიების საშუალებით მის განსაკუთრებულ თვისებებს კარგა ხანს აპიარებდნენ; ID ბარათზე უამრავი ინფორმაციაა დატანილი, მათ შორის – მოქალაქის მისამართი და თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის, მას ID ბარათის გამოცვლა არ მოუწევს… გარდა ამისა, ელექტრონული ბარათი გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო, საბანკო პლასტიკური, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი და დაგროვებითი ბარათის ნაცვლად.
იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც მოქალაქემ უნდა მიუთითოს თავისი ბარათის სერიული ნომერი და მისი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ამ საბუთით შესაძლებელია, პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ძველი პირადობის მოწმობის ახალი, ელექტრონული მოწმობით შეცვლა მხოლოდ იმ შეთხვევაშია აუცილებელი, თუ ძველს ვადა გაუვიდა, დაზიანდა, დაკარგეთ, ან მფლობელის სურვილით საკუთარი სახელისა და გვარის შეცვლა მოხდა.