loading...

Tag Archive: ბიჭი

დეკ 04

როგორ აღვზარდოთ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად

სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს ძალიან ძნელია ნამდვილი მამაკაცის პოვნა, სამაგიეროდ ბავშვის აღზრდა ნამდვილ მამაკაცად შესაძლებელია, თუ ის თქვენი შვილია. პატარის აღზრდით როგორც დედა, ისევე მამა უნდა დაკავდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამის როლი ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის აღმზრდელობითი მეთოდები, რომლებიც პატარა ბიჭს მამაკაცად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ბავშვის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. პატარა, რომელსაც მშობლების სითბო არ აკლია, ის მეგობრული, ალერსიანი და ყურადღებიანი იზრდება. სხვა შემთხვევაში ბავშვი მშობლებისგან მიღებულ ემოციურ სიცივეს ითავისებს და თავადაც გულგრილი ხდება ყველას მიმართ. შემდგომში კი საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და არაკონტაქტური იზრდება. Read the rest of this entry »

მარ 06

შენი გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება

მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო , მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.

გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს” , უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა… Read the rest of this entry »

იან 26

გოგოა თუ ბიჭი?


საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პატარა ან გოგო იქნება, ან ბიჭი. Read the rest of this entry »