loading...

Tag Archive: ბოლო

ივლ 19

ბოლო სიტყვა..!


ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ… Read the rest of this entry »