loading...

Tag Archive: ბონი და კლაიდი

აპრ 18

ბონი და კლაიდი

ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირეების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში. Read the rest of this entry »