loading...

Tag Archive: ბრინჯი

თებ 27

რა მინუსები აქვს ბრინჯის დიეტას

როგორც ყველა სხვა უმარილო დიეტას, ბრინჯის დიეტას აქვს დიდი მინუსი – ორგანიზმიდან მარილთან ერთად გამოაქვს წყალი. წონაში დაკლების მსურველებმა არ იციან, რომ წონის კლება მიმდინარეობს თავიდან ძირითადად წყლის კარგვის ხარჯზე, ხოლო ცხიმი დაშლას იწყებს არაუადრეს 10 დღისა. Read the rest of this entry »

თებ 07

ბრინჯი – მოკლე ისტორია და სახეობები

ბრინჯი ადამიანს უკვე ათასწლეულებია, მოყავს და სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარცვლოვან კულტურად.

ბრინჯის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ მას საკვებად ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მოიხმარდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ბრინჯის ნარჩენებით, ბრინჯის მინდვრების უძველესი სარწყავი სისტემები, უძველესი ჩინური და ინდური ხელნაწერები, სადაც ბრინჯი რელიგიური რიტუალების შემადგენელი ნაწილია.

ბრინჯის სამშობლოდ აზია ითვლება: დაახლოებით 4000 წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე ადამიანმა პირველად დაიწყო ბრინჯის მოყვანა. ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ინდოეთში ბრინჯი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები პროდუქტი. აქ იგი კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილია. ამ ღვთისგან ბოძებულ განძს აზიელები ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.

ბრინჯი დანარჩენ მსოფლიოში ჩვ. წ. აღ-მდე 350 წელს ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებით გავრცელდა, როდესაც მან ინდოეთი დაიპყრო. ხმელთაშუაზღვისპირეთში ბრინჯის განსაკუთრებული პოპულარობა არაბული კულტურის გავლენამ განსაზღვრა, თუმცა ამ მცენარეს აქ ჯერ კიდევ 630 წელს მოიხმარდნენ. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლითაც ალექსანდრიის სანელებელთა ბაზარზე ვაჭრობდნენ, თუმცა იგი გაცილებით იაფი იყო სხვა დანარჩენზე. Read the rest of this entry »