loading...

Tag Archive: განათება

მარ 08

ლაზერით განათებული ქუჩები მალე რეალობად იქცევა

გერმანული ნათურების მწამროებელი კომპანია Osram, რომელიც ცალკეულ საავტომობილი კომპანიებს ლაზერის მაშუქებით უზრუნველყოფს, ამჯერად ამ ტექნოლოგიის ე.წ. “მას-მარკეტზე” გატანას გეგმავს. Read the rest of this entry »

დეკ 23

450 ათასი ფერადი ნათურით მორთული სახლი

2000 წლიდან გერმანელი პენსიონერი როლფ ფოგტი ქალაქ ნიუნბერგიდან შობა-ახალი წლის დღესასწაულზე საკუთარ სახლს უამრავი ლამაზი, ფერადი განათებით რთავს. მის სახლზე მთელი 2 კილომეტრი სიგრძის კაბელია დახვეული, რომელიც ელექტროენერგიით 450 000 ფერად საახალწლო ნათურას ამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ როლფი განათებისათვის ზირითადად დიოდის ნათურებს იყენებს, თვის ბოლოს ელ.ენერგიის საკმაოდ მაღალი გადასახადი მისდის.

ბავშვთა სახლში გაზრდილი და საშობაო დღესასწაულის ბედნიერებას მოკლებული როლფი ყოველთვის ოცნებობდა ბედნიერ შობა-ახალ წელზე და ამ ბედნიერების სხვებისთვის გაზიარებაზე. წლების შემდეგ მან ეს ნატვრა-სურვილი რეალობად აქცია. ყოველ საღამოს იგი “მოციმციმე ინსტალაცია”-ს რთავს, რის შემდეგაც რის შემდეგადაც ზღაპრული სანახაობის მომსწრენი ხდებიან, პენსიონერის განათებული სახლის სანახავად მისული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები. Read the rest of this entry »