loading...

Tag Archive: გემი

დეკ 12

მკვლევარებმა ჰოლანდიური გემის მგზავრთა სამარხები აღმოაჩინეს

ავსტრალიელმა მკვლევარებმა ჰოლანდიური გემის მგზავრთა სამარხები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით 1629 წელს ავსტრალიის სანაპიროსთან გემი კლდეს დაეჯახა და ჩაიძირა. Read the rest of this entry »

მაი 18

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის, Harmony of the Seas მშენებლობა დასრულდა. მისი მშენებლობა 30 თვე მიმდინარეობდა. Read the rest of this entry »

დეკ 12

საზღვაო-სატრანსპორტო საშუალება Prelude FLNG

გემი «Prelude FLNG», რომლის კორპუსის სიგრძე 488 მეტრს, ხოლო სიგანე 74 მეტრს შეადგენს, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით ააგეს. ბუნებრივი აირის თხევად აირში გადამამუშავებელი მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აჭარბებს. საბოლოო მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს გიგანტური საზღვაო ხომალდი ყველაზე დიდი მცურავი საშუალება იქნება, რომელიც ადამიანს კაციობრიობის ისტორიაში აუგია.

გემი «Prelude FLNG» ზღვის ფსკერიდან მოპოვებულ ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად, შემგდომ კი პირდაპირ ღია ზღვაში საზღვაო-სატრანსპორტო ტანკერებში გადატვირთავს მას. სრულად აღჭურვილი და დატვირთული გიგანტის წონა 661,400 ტონა იქნება. წლის განმავლობაში კი ეს მოცურავე ფაბრიკა 3,8 მილიონ ტონა ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად. გემზე განთავსებული რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 430 მილიონ ლიტრს, რაც მოცულობით 175 ოლიმპიური კლასის საცურაო აუზის ექვივალენტია. Read the rest of this entry »

ნოე 22

ტიტანიკი – უცნობი ფაქტები ცნობილ გემზე

1912 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია  და მტკიცება  არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“.  შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა. Read the rest of this entry »