loading...

Tag Archive: გინება

ივნ 09

გინების სოციალური ასპექტები

დედაჩემი მასწავლიდა, რომ თუ ბიჭები შენი თანდასწრებით იგინებიან, უნდა ადგე და წამოხვიდე. არის კიდევ ერთი, შედარებით კომუნისტური გამოსავალი: უნდა აუხსნა ბიჭებს, რომ ქალის თანდასწრებით შეგინება უზრდელობაა და დაამატო, რომ არც კაცების თანდასწრებითაა მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი. ამ თემასთან დაკავშირებულ რჩევებს ყოველთვის ვუსმენდი, ვეთანხმებოდი_ პრაქტიკაში არასდროს გამომიყენებია.

მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა გინება ყურში  მხვდებოდა. ახლა აღარ მხვდება და საერთოდაც, ახლა იმას უფრო ვაქცევ ყურადღებას, რომ ვიღაც არ (!) იგინება, ვიღაც ,,ცუდ სიტყვებს” ვარსკვლავების გამოყენებით წერს და ვიღაც ძალიან სენსიტიურია უზრდელობების მიმართ.

 

ხანდახან იმ გოგოებსაც ვაწყდები, ყურზე ხელს რომ იფარებენ, როცა ვინმე შეიგინება.. ვაწყდები და ვფიქრობ ხოლმე, რომ  ამ ქალაქში არ შეიძლება ასეთი სათუთი იყო. Read the rest of this entry »