აცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.
სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.
რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.
სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღოთ.