loading...

Tag Archive: დეფოუ

დეკ 12

უილლემ დეფოს ცხოვრების წესები

მსახიობი, 58 წლის, ნიუ–იორკი.

საერთოდაც კითხვებზე პასუხი – ეს ჩემი ფილოსოფია არაა.

ზოგჯერ შენ პოულობ სამუშაოს, ზოგჯერ სამუშაო გპოულობს შენ. ასეც ცხოვრობ.

არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, თუ არ ვიქნებოდი მსახიობი. რა თქმა უნდა მე მაქვს რაღაც ფანტაზიები, რაღაც უბრალო – მოვიყვანო ბოსტნეული, ვითევზაო, ვიმუშაო ღია ცის ქვეშ. მაგრამ მე მხოლოდ შემიძლია თავს უფლება მივცე სუპერმარკეტში მივიდე და სამზარეულოში მოვამზადო.

ცხოვრება კინოსგან განსხვავდება მოხლოდ იმით, რომ ცხოვრებაში მეორე დუბლი არ არსებობს.

მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები: მინდა, რომ ვუყვარდე. მაგრამ არ ვიღწვი, რომ ჩემი ესმოდეთ.

როდესაც პატარა ვიყავი, მაინტერესებდა ნებისყოფის იდეა, შესაძლებლობების ზღვარი. ვიღაცას აინტერესებს რამდენ ხანს შეძლებს წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებას, მაგრამ მე უფრო გორდონ ლიდდის ვგავდი (ოტელ “უოტერგეიტ”–ში დემოკრატების შტაბის უკანონო მოსმენისათვის გასამართლებული). ბავშვობაში მას საშინლად ეშინოდა მღრღნელების, ერთხელაც მან დაიჭირა ვირთხა, დაჭრა და შეჭამა, რათა საკუთარ შიშზე გაემარჯვა. მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ვირთხა არ მიჭამია. Read the rest of this entry »