loading...

Tag Archive: დნმ

მაი 01

ჩვენი დნმ-გენეალოგია

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების “ფუძემდებელი”. Read the rest of this entry »

ოქტ 19

გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩვეულო მექანიზმი ევოლუციაში

როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.

ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად “ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, “ზემოდან ქვემოთ”, “შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. “ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი “ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე “ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე “დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა “ქვემოთ”, არამედ “გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში. Read the rest of this entry »

ოქტ 17

საკვები – გენებისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა

კვების ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის არსებობის კულტურულ და ბიოლოგიურ ასპექტებთან. რას მიირთმევს ადამიანი, მხოლოდ საკვების რესურსებზე, კულტურულ ტრადიციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ორგანიზმის გენეტიკურად დეტერმინირებულ უნარზეც, შეითვისოს ესა თუ ის პროდუქტი. თავის მხრივ, ადამიანთა პოპულაციის გენეტიკურ თავისებურებებზე გავლენას ახდენს ის საკვები, რომელიც ტრადიციულია ამ ეთნოსისთვის. იგი მოქმედებს როგორც გადამრჩევი ფაქტორი და გავლენას ახდენს ადამიანთა ჯგუფების გენეტიკურ მახასიათებლებზე. საკვები შეიცავს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.

დადგენილია, რომ მრავალ მათგანს შესწევს უნარი, არეგულიროს – გაააქტიუროს ან შეზღუდოს – გენთა მოქმედება. მაგალითად, დადასტურებულია, რომ ბეტა-კაროტინს, რომელიც ბევრია სტაფილოში, გენ CYP-ის მოქმედების შეზღუდვის უნარი შესწევს, – როგორც გაირკვა, ეს გენი ააქტიურებს შუალედური ტოქსიკური ნივთიერებების დონეს, – ნივთიერება ლიკოპენი კი, რომელიც პომიდორშია, ზრდის გენ GSTP-ს აქტიურობას. გენი მოქმედებს დეტოქსიკაციის პროცესში, მათ შორის – ნეიროტოქსიკაციის დროსაც. შედეგად მცირდება დნმ-ს დაზიანების შესაძლებლობა.

Read the rest of this entry »

ივნ 09

მეცნიერებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს დნმ-ზე კომპიუტერების მიმართულებით

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა არსებულთა შორის ყველაზე რთული ბიოქიმიური ჯაჭვი შექმნა. მკვლევარებმა დნმ-ის ბაზაზე კომპიუტერის გაკეთება შესძლეს, რომელსაც კვადრატული ფესვის გამოთვლა შეუძლია. Read the rest of this entry »