loading...

Tag Archive: ევოლუცია

ნოე 13

3 მტკიცებულება, რომლებიც ევოლუციას ადასტურებენ

150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – ჩარლზ დარვინის დროიდან მოყოლებული – ევოლუციის თეორიამ უფრო მეტი კრიტიკა და მკაცრი შემოწმება გაიარა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეცნიერულმა იდეამ.

Read the rest of this entry »

ოქტ 19

გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩვეულო მექანიზმი ევოლუციაში

როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.

ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად “ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, “ზემოდან ქვემოთ”, “შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. “ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი “ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე “ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე “დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა “ქვემოთ”, არამედ “გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში. Read the rest of this entry »