loading...

Tag Archive: ელექტროეპილაცია

იან 20

თმიანი საფარველი და ესთეტიკა

მაქვს ჭარბთმიანობის პრობლემა, რის გამოც მუდმივ დისკომფორტს განვიცდი. გამიჩნდა კომპლექსები. ვიცი, რომ არსებობს თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდი. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო?
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმები ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს.

ბევრი ამას საპარსით ან პინცეტით აკეთებს – გოგონების უმეტესობას მხოლოდ ამაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასე პრობლემას არ მოევლება. პირიქით – თმა მუქდება და უხეშდება კიდეც. დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა, გაცილებით ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს.
ბიოეპილაცია
ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომქანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ნატურალურ ფისს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმას ფაქიზი ზონებიდანაც კი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აშორებენ, კანი კი გლუვი და ნაზი რჩება. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საგრძნობლად აახალგაზრდავებს მშრალ და მობერებულ კანს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბიოეპილაცია, ის საპარსსა და პინცეტზე სამუდამოდ ამბობს უარს. ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, სახეა. Read the rest of this entry »