loading...

Tag Archive: ემიგრაცია

იან 25

ემიგრაციის ისტორია და ლიტერატურა

ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა ემიგრაცია (განდევნილობა) განიმარტება როგორც:

1) გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი პოლიტიკურის, ადამიანის მშობლიური ქვეყნის გარეთ გასახლება; 2) მშობლიური ქვეყნიდან ან სახლიდან დიდი ხნის მანძილზე შორს ყოფნა; 3) საკუთარი სურვილით ან იძულებით გადაადგილება მშობლიური ქვეყნიდან. ზოგიერთ იშვიათ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (როგორიც იყო მე-20 საუკუნის მიწურულს განვითარებული იტალიური ემიგრაცია, რომელიც უკეთესი უმაღლესი განათლების მიღებას ისახავდა მიზნად), მე-20 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნიდან მომხდარი განდევნილობა იძულებით ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებული გამოხატულება მან მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად, რაც, ძირითადად, პოლიტიკურმა მიზნებმა განაპირობა. Read the rest of this entry »