loading...

Tag Archive: ერთგულების უბადლო მაგალითი – ნინო ჭავჭავაძე

ნოე 11

ერთგულების უბადლო მაგალითი – ნინო ჭავჭავაძე

 

წარმოსადეგი, შავთმიანი, შავთვალება ქალიშვილი, რომელიც თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა.

 “ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა. დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც.”

 

ნინო დაიბადა თბილისში 1812 წლის 4 ნოემბერს. მისი დაბადების პატივსაცემად ჭავჭავაძეების ოჯახმა დიდი ნადიმი გადაიხადა. მამამისმა ალექსანდრემ საგანგებო ჭურში ღვინოც კი შეინახა, რომელიც ნინოს ქორწილზე უნდა შეესვათ. Read the rest of this entry »