loading...

Tag Archive: ექსპედიცია

მარ 02

უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე: დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში, ბურდოს მთისა და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის წევრებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთუმიანის (მამონტისმაგვარი არსება), სავარაუდოდ მასტოდონტის (Mammutidae), 12-5 მლნ წლის ხმელთაშუაზღვის კუს (Testudo graeca), თანამედროვე შვლის წინაპრის (Praecapreolus cusanus), ნამარხი ანტილოპას (Protoryx sp.), ჰიპარიონის (Hipparion elegans) – ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრისა (Propotamochoerus provincialis) და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. Read the rest of this entry »

თებ 14

აღმოჩენების ექსპედიცია

საქართველოს ტერიტორია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზაგასაყარია აზიასა და ევროპას შორის. ეს რეგიონი ბიოგეოგრაფიული რეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წწ.) ეპოქიდან.

რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ “ჩიხს” , სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით თანაარსებობდა.

საქართველოს ტერიტორიაზე გამორჩეული მხარეა ზემო იმერეთი. ეს კარსტული რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური მღვიმეებითა და გამოქვაბულებით.

მღვიმეებსა და გამოქვაბულებში, მათი ბუნებრივად დაცულობის გამო, კარგად არის შემორჩენილი ხელუხლებელი გეოლოგიური და, შესაბამისად, კულტურული ფენები. სწორედ მათი კვლევა იძლევა შესაძლებელობას, პასუხი გაეცეს სხვადასხვა დარგის მეცნიერთა წინაშე არსებულ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, მით უფრო, რომ ისინი სხვადასხვა ინტენსივობით გამოყენებოდა ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქიდან კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე (პალეოლითი, ნეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები). ისინი თითქმის დღემდე გამოიყენება. Read the rest of this entry »