loading...

Tag Archive: ვირუსი

მარ 01

ზელანდიაში კურდღლის ვირუსს გაავრცელებენ

ახალი ზელანდიის მთავრობა მთელ ქვეყანაში სპეციალური ვირუსის გავრცელებას გეგმავს, რომლითაც გარეული კურდღლების პოპულაციის შემცირება იქნება შესაძლებელი. Read the rest of this entry »

მარ 07

ეგზოტიკური ვირუსები – როგორ დავიცვათ თავი?


იმ რიგითი ევროპელის იმუნიტეტს, რომელიც ეგზოტიკურ ქვეყანაში ხვდება, უმეტესად არ ძალუძს ადგილობრივი ინფექციის შეტევის მოგერიება, რადგან ის ამას მიჩვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი დასვენებისა და გართობის მაგივრად საავადმყოფოში ხვდება. სამწუხაროა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, შენივე ბრალია; არ უნდა დაგელია ჩვეულებრივი (ვთქვათ, ონკანის) წყალი, არ უნდა გებანავა საეჭვო შესახედაობის წყალსაცავში, არ უნდა დაწოლილიყავი ნამიან მიწაზე და არ უნდა გეჭამა გაურეცხავი ხილი თუ ბოსტნეული, რადგან მათში შეიძლება უამრავი ბაქტერია, მიკრორგანიზმი (მაგალითად, ჭიები ან ჭიისმაგვარები) და ვირუსი ბინადრობდეს. ამჯერად მხოლოდ ვირუსებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშ ასე, რომელ ვირუსულ დაავადებას უნდა ვერიდოთ, თუ სამოგზაუროდ ან მივლინებით უცხო, ტროპიკულ ქვეყანაში მოგვიხდა წასვლა? Read the rest of this entry »

ნოე 20

ანტივირუსები – როგორ და რატომ

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?

 

თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.

დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად. Read the rest of this entry »

იან 25

ღორის გრიპი H1N1

H1N1

ღორის გრიპი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მწვავე კონტაგიოზურ ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს გრიპის ერთ-ერთი გამომწვევი. Read the rest of this entry »