loading...

Tag Archive: ზოდი

დეკ 27

თვითმფრინავში მილიონი დოლარის ღირებულების დამალული ოქრო იპოვეს

უჩვეულო ამბავი დაფიქსირდა ინდოეთის ქალაქ კოლკატას აეროპორტში. კერძოდ თვითმფრინავის დამლაგებლებმა ტუალეტში დამალული 1,2 მილიონის ღირებულების 24 ოქროს ზოდი იპოვეს. თითო ზოდი დაახლოებით 1 კილოგრამს იწონის. ოქრო დამალული იყო ინდოეთის ავიაკომპანია Jet Airways თვითმფრინავში.

აღნიშნული რეისი ბანგკოკიდან ჩაფრინდა კოლკატაში. როდესაც დამლაგებლებმა მომდევნო გაფრენამდე თვითმფრინავის სალონის დალაგება დაიწყეს, ტუალეტში ორი ჩანთა აღმოაჩინეს, თავდაპირველად მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონათ, მაგრამ ბომბის ნაცვლად მათში ოქროს ზოდები აღმოჩნდა. Read the rest of this entry »