loading...

Tag Archive: თამარი

დეკ 18

ამბავი “სამგზის სანატრელი” თამარის მეფობისა

ამბავი "სამგზის სანატრელი" თამარის მეფობისასაუკუნეთა განმავლობაში იბერიასა და კოლხეთს, ერთიან საქართველოს თუ დაქუცმაცებულ ქართულ სამეფო-სამთავროებს მრავალი მეფე, მთავარი თუ ერისმთავარი ჰყოლია.

ბევრ მათგანს დიდი სახელიც დაუტოვებია, დიდების შარავანდედითაც შემოსილა და წმინდანადაც არაერთი შეურაცხავთ… მაგრამ ისეთი საყოველთაო სიყვარული და თაყვანისცემა ლამის დღესაც ოდინდელი სიამაყით რომ აღავსებს ქართველთ, – გამორჩეულად მეფეთ მეფე თამარს ერგო.

XII საუკუნის ბოლო მეოთხედში დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის აღზევებული საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. აილაგმა გარეშე მტერი, დაითრგუნა შინაური მოქიშპეც… თუმცა კი იყო ერთი რამ, რასაც საგონებელში ჩაეგდო სამეფო კარიც და მეფე გიორგიც. ეს მეფის უძეობა გახლდათ. უმშვენიერესმა დედოფალმა, ოვსთა მეფის ასულმა ბურდუხანმა ორი ასული შესძინა მეფეს – თამარი და რუსუდანი. ქალის გამეფების ტრადიცია აქამომდე არ არსებულა საქართველოში.
ამიტომაც წინასწარ დაიჭირა თადარიგი მეფე გიორგიმ და მეცამეტე წელში გადამდგარი ასული თანამესაყდრედ გაიხადა. ექვსი წელი მართავდნენ ერთად მამა-შვილი ქვეყანას. გონიერებით, სიბრძნითა და შორსგამხედვარობით აცვიფრებდა სამეფო კარს მეფექალი. 1184 წელს გასრულდა გიორგი მესამის ოცდარვაწლიანი მეფობა. 18 წლის თამარს უნდა ემეფა ამიერიდან… Read the rest of this entry »