loading...

Tag Archive: თაღლითობა

მარ 11

ქვეყანა, რომელიც არ არსებობდა: ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური ტყუილი

1822 წელს შოტლანდიის მაცხოვრებელმა, ვინმე გრეგორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნის – პოიასის პრინცია. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ირკვეოდა, რომ პოაისი ზღაპრული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა, რომელსაც ინვესტორები და მოსახლეობა სჭირდება. Read the rest of this entry »

ნოე 20

დამარხული ფერარი Dino 246 GTS

1978 წელს ავტომობილი, მწვანე ფერის ფერარი, მოდელი Dino 246 GTS ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ეზოს გათხრისას იპოვეს. დამარხული ფერარის აღმოჩენის ამბავი იქიდან დაიწყო, რომ  ბავშვები ტალახში თამაშობდნენ რის დროსაც სრულიად  შემთხვევით ავტომობილის ნაწილს წააწყდნენ. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ მთლიანი მანქანა ყოფილა მათ ეზოში ჩამარხული. იმ დროისათვის ავტომობილის მიახლოვებითი ფასი 18 000 დოლარს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1974 წელს ქალაქ ალჰამბრაში მცხოვრებმა  (Alhambra), როზენდო კრუზომ (Rosendo Cruz) (კალიფორნიის შტატი) შეიძინა, რომელმაც შემდგომ განახცადა, რომ მას მანქანა მოპარეს.

როგორც გაირკვა ფერარის მფლობელმა დაიქირავა ქურდები, რათა მათ ავტომობილი მოეპარათ და ყოველგვარი კვალის გარეშე გაექროთ, რის შემდეგაც იგი სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებდა. ქურდებმა მანქანის ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად იგი მიწაში დამარხეს, რამდენადაც ისინი რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ფერარის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. Read the rest of this entry »