loading...

Tag Archive: თუთუა

იან 18

თუთია აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის გარეგნობითა და იერით ადვილად შეიძლება ამოვიცნოთ, თუ რის დეფიციტს განიცდის მისი ორგანიზმი და რომელი პროდუქტების ჩართვაა აუცილებელი მის რაციონში.

ბავშვი იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ მის ორგანიზმს მუდმივად სჭირდება სასიცოცხლო ნივთიერებებით დატვირთვა და უზრუნველყოფა.

სიცოცხლის პირველ წელს, როცა ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მისი ორგანიზმი, დედის რძის წყალობით, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთიერებითა და მინერალით. რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მათ აქტიური, მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ და მოზარდი ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის კომპენსირება აუცილებელია. იმის გაგება, კონკრეტულად რა დეფიციტს განიცდის პატარას ორგანიზმი, სპეციალისტთა აზრით, სულაც არ არის რთული. საკმარისია, მშობელი ცოტა მეტი ყურადღებით იყოს და სპეციალისტის დახმარების გარეშეც მიხვდება, რისი გაკეთებაა საჭირო.  Read the rest of this entry »