loading...

Tag Archive: ირემი

აპრ 11

ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა 250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს

პალესტინის ქალაქ ხან-იუნისში, რომელიც სექტორ ღაზას ტერიტორიაზე მდებარეობს, 2007 წელს გაიხსნა მშვენიერი ზოოპარკი South Forest Park. ადგილობრივმა ბიზნესმენმა მოჰამედ ავაიდამ ასობით ათასი დოლარის ინვესტიცია განახოციელა ამ პარკის განვითარებაში. Read the rest of this entry »

ნოე 26

მსოფლიოში პოლიციის ყველაზე უცნაური ტრანსპორტი

სულ ცოტაოდენი ხნის წინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე რაიონების პოლიციის განყოფილებებისათვის ირმების შეძენას. პოლიციაში ფიქრობენ, რომ ასე უფრო იოლი იქნება იმ დამნაშავეების დაჭერა, რომლებიც ტუნდრაში იმალებიან. Read the rest of this entry »

დეკ 11

ყველაზე პატარა ჩლიქოსანი

აზიური ირმები  (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.

ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.

წყლის ირმის მსგავსად, აზიური ირმებიც საკმაოდ კარგი მცურავები და მყვინთავები არიან. თუმცა ისინი ცხოვრებას მშრალ ადგილებში ამჯობინებენ. აგრეთვე წყლის ირმებისგან განსხვავებით მტრის თავდასხმისგან სხვაგვარად იცავენ თავს. საფრთხის დროს ეს პატარა ცხოველები ცდილობენ სადმე შეძრომას, დამალვას, მაგრამ თუკი ეს არ გამოუვიდათ მაშინათვე იწყებენ მტრისათვის წინააღმდეგობით გაწევას: საკუთარი ბასრი ეშვების მეშვეობით, რომლებიც ზედა ყბაზე აქვს განლაგებული, მათ შეუძლიათ საკმაოდ მტკივნეულად უკბინონ მტაცებელსაც და ადამიანსაც. Read the rest of this entry »