loading...

Tag Archive: კბილები

დეკ 24

საინტერესო ფაქტები კბილებზე

ლეგენდის თანახმად ბუდას 40 კბილი ჰქონდა, ხოლო პირველ ადამიანს – ადამს კი 30 კბილი, აქედან მომდინარეობს თვეში დღეების რაოდენობა.

როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ ადამიანს კბილები ორჯერ ამოსდის: პირველად 20 სარძევე კბილი, ხოლო მათი მოცვლის შემდგომ – 32. ცნობისათვის, სახელწოდება “სარძევე კბილები” ეკუთვნის ჰიპოკრატეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ფორმირება დედის რძისგან ხდებოდა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა დაამკიცეს, რომ კაკაოს ფხვნილი, რომელიც შოკოლადის შემადგენლობაში შედის, შეიცავს კარიესის წარმოქმნის შემაფერხებელ ნივთიერებას. Read the rest of this entry »

მარ 15

კბილები

კბილები (dentes) მონაწილეობენ საკვების დაქუცმაცების, აგრეთვე ღეჭვისა და ბგერების წამოქმნის პროცესებში.

ემბრიოლოგია. ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ კბილების ორ გენერაციას – ე.წ. სარძევე (მოსაცვლელი) და მუდმივი კბილები. სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ემბრიოგენეზის მე–6 – მე-7 კვირას. კბილების განვითარებაში გამოყოფენ 3 პერიოდს: კბილების ჩანასახთა ფორმირება; კბილების ჩანასახთა დიფერენცირება და კბილების ჰისტოგენეზი.

პირველ პერიოდში ხორციელდება პირის ღრუს ამომფენი ეპითელიუმის ჩაზრდა შესაბამის მეზენქიმაში და ყალიბდება კბილების ორი ფირფიტა – ზედა და ქვედა, რომელთაც გააჩნიათ ნალის შესახედაობა. აღნიშნული ფირფიტების კიდეებზე ვითარდება კოლბისებური ეპითელური წანაზარდები (კბილის ანუ ემალირებული ორგანოები), 10–10 ცალი თითოეულ მხარეს, რაც შეესაბამება მომავალი სარძევე კბილების რაოდენობას. აღნიშნულ ეპითელური წარმონაქმნები, მათში მეზენქიმის ჩაზრდის გამო, სწრაფად იცვლიან ფორმას და ღებულობენ ზარის შესახედაობას. კბილის ორგანოებში ჩაზრდილ მეზენქიმას ეწოდება კბილის დვრილი. კბილის ორგანოს და კბილის დვრილის გარშემო მეზენქიმისგან ყალიბდება განსაკუთრებული გარსი – კბილის პარკი. Read the rest of this entry »