loading...

Tag Archive: კბილი

თებ 18

ვინ გამოიგონა და რისგან მზადდებოდა კბილის ჯაგრისი

თურმე შუასაუკუნოვან ევროპაში კბილების ჰიგიენას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. იმ პერიოდში ბევრი კბილებს არც კი იხეხავდა. ზოგიერთების მხრიდან პირის ღრუს მოვლა მხოლოდ ჭამის შემდეგ წყლის გამოვლებით შემოიფარგლებოდა. Read the rest of this entry »

დეკ 24

საინტერესო ფაქტები კბილებზე

ლეგენდის თანახმად ბუდას 40 კბილი ჰქონდა, ხოლო პირველ ადამიანს – ადამს კი 30 კბილი, აქედან მომდინარეობს თვეში დღეების რაოდენობა.

როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ ადამიანს კბილები ორჯერ ამოსდის: პირველად 20 სარძევე კბილი, ხოლო მათი მოცვლის შემდგომ – 32. ცნობისათვის, სახელწოდება “სარძევე კბილები” ეკუთვნის ჰიპოკრატეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ფორმირება დედის რძისგან ხდებოდა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა დაამკიცეს, რომ კაკაოს ფხვნილი, რომელიც შოკოლადის შემადგენლობაში შედის, შეიცავს კარიესის წარმოქმნის შემაფერხებელ ნივთიერებას. Read the rest of this entry »

მაი 18

სიბრძნის კბილი

სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრ-ძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით. სიბრ-ძნის კბილის ამოჭრა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სიბრძნის კბილების განვითარებისა და ამოჭრის პროცესი სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისგან რამდენადმე განსხვავდება და ხშირად პრობლემებიც სდევს თან. საქმე ის არის, რომ ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი – სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა.

ამასთანავე, ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის წინააღმდეგობა… Read the rest of this entry »

მაი 09

პირის ღრუს ჰიგიენა

უძველესი დროიდან ითვლებოდა რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ,სანამ ჯანმრთელი აქვს კბილები.კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა უდავოდ დაკავშირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან.სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილების,ღრძილების და ლორწოვანი გარსის სწორი წმენდა,სავლებების და კბილის ძაფების ან ფლოსების გამოყენება. Read the rest of this entry »