loading...

Tag Archive: კეიო

აპრ 18

რობოტიზებული ბეჭედი ურთიერთობისთვის

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტიზებული ბეჭდები წარმოადგინეს, თვლების ნაცვლად მათზე თვალებია მოთავსებული მოძრავი ქუთუთოებით და მოძრავი პირით. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ბეჭდების კომპლექტის გაკეთებით, ადამიანი ხელის გულზე აყალიბებს ურთიერთობათა სფეროს, მათი აზრით, საბავშვო თამაში პრაქტიკული მიზნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ელექტრონულ თვალებში ქუთუთოების მოძრაობის სამართავად და სათამაშო პირის კონსტრუქციაში მარტივი ელექტრომაგნიტური ძრავებია განთავსებული, რომლებიც დისტანციურად იმართება, «სამკაულის» უკანა ნაწილში მიკროკონტროლერი და ბატარეაა მოთავსებული. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტამდე ადამიანი რობოტებთან მცირე დისტანციით ურთიერთობდა, ისევე როგორც AIBO ან ადამიანის მსგავსი მანქანების შემთხვევაში, ახლა ადამიანი რობოტს თან ატარებს. Read the rest of this entry »

აპრ 13

ინტერაქტიული მცენარეები ემოციებს გამოხატავენ

იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ე.წ. ინტერაქტიულ მცენარეებზე მუშაობს, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობენ და ემოციებს გამოხატავენ. პროექტის ავტორებს მცენარეთა სამყაროს წარმომადგენელთა ცხოველებთან მსგავსების მიღწევა სურთ, გეჩვენება თითქოს ყვავილები გარე სამყაროსთან მოძრაობით ურთიერთქმედებას ცდილობენ.

მცენარის ყლორტებზე თხელი ძაფებია შემოხვეული, რომლებიც ქოთანში პატარა ელექტრულ ძრავებთანაა შეერთებული. მცენარესთან ორი სენსორი, მიკროფონი და მოძრაობის მრიცხველია მიმაგრებული. ამ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მცენარე თანდათანობით ირხევა. Read the rest of this entry »