loading...

Tag Archive: კვერცხი

ივნ 18

როგორ ავარჩიოთ კვერცხი

კვერცხის სასარგებლო თვიხებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას). Read the rest of this entry »

აპრ 13

როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება. Read the rest of this entry »

მაი 16

კვერცხის “სალსა”


:wink: Read the rest of this entry »