loading...

Tag Archive: კუ-კლუქს

მაი 10

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

“უხილავი იმპერიის” აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში

ბევრს კუ-კლუქს-კლანი მხოლოდ ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი ორგანიზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. კუ-კლუქს-კლანი, როგორც ორგანიზაცია, 1866 წელს ჩამოაყალიბეს კონფედერაციის არმიის ვეტერანებმა. საინტერესოა, რომ დასაწყისში იგი შეიქმნა როგორც იუმორისტული სოციალური კლუბი და შექმნილ ვითარებაზე იუმორითა და ბუნდოვანი რიტუალებით რეაგირებდა, თუმცა სულ მალე დაუნდობელი ტერორის სიმბოლოდ იქცა და მიზნად დაისახა ზანგების დაშინება, დასჯა და მათი ჩამოცილება ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობისგან. ორგანიზაციის დასახელება, კუ-კლუქს-კლანი, წარმოდგება ბერძნული სიტყვის “კუკლოსისა” (რაც წრეს ნიშნავს) და ინგლისური (უფრო სწორად, შოტლანდიურ-ირლანდიური) “კლანის” ერთიანობისგან.

სამოქალაქო ომში დამარცხებულმა სამხრეთელებმა კლანის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეს ხმების მიცემა რესპუბლიკური პარტიისთვის. კლანელებმა ათასობით ზანგი გამოასალმეს სიცოცხლეს, მარტო ფლორიდაში 150 ზანგი მოკლეს. მაგრამ 1870 წლისთვის კლანის გავლენა შესუსტდა, ხოლო 1871 წელს, პრეზიდენტ გრანტის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული 1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონის მეშვეობით (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუ-კლუქს-კლანის კანონი), კლანი საერთოდ განადგურდა. ამ კანონის თანახმად, კლანის წინააღმდეგ შტატის მილიცია კი აღარ იბრძოდა, რომელიც უეფექტო იყო და ზოგჯერ თანაუგრძნობდა კიდეც საკუთარი შტატის მკვიდრთ, არამედ ფედერალური ჯარი. კლანის წევრებს კი არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლოები ასამართლებდნენ, სადაც ნაფიცი მსაჯულები ძირითადად ზანგები იყვნენ. Read the rest of this entry »