loading...

Tag Archive: ლაინერი

მაი 18

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის, Harmony of the Seas მშენებლობა დასრულდა. მისი მშენებლობა 30 თვე მიმდინარეობდა. Read the rest of this entry »

ნოე 05

ზემაღალი სიჩქარის სამგზავრო თვითმფრინავი Skreemr – 12 000 კმ/სთ

ზებგერითი ლაინერი Skreemr შესაძლოა მომავლის სამგზავრო თვითმფრინავი გახდეს. თუკი მას წარმოებაში მიიღებენ, მაშინ ტრანსატლანტიკური გადაფრენები მგზავრობის ხანგძლივობის მიხედვით ავტობუსით ქალაქის ფარგლებში მგზავრობის ტოლფასი იქნება. თუმცა ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ნახაზების დონეზეა. Read the rest of this entry »

ნოე 22

ტიტანიკი – უცნობი ფაქტები ცნობილ გემზე

1912 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია  და მტკიცება  არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“.  შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა. Read the rest of this entry »