loading...

Tag Archive: ლეკვის სწორი ჩვევების გამომუშავება

სექ 30

ლეკვის სწორი ჩვევების გამომუშავება

საკუთარი ადგილის ცნობა
როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს. Read the rest of this entry »