loading...

Tag Archive: ლუდი

ივნ 06

ლუდი – ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასმელი

ლუდის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ. მე-12 საუკუნეში მონასტრის წინამძღვრებმა, გერმანელმა ჰილდეგარდამ ლუდს მთელი ტრაქტატი მიუძღვნა და მკითხველებს ურჩია, ბლომად მიირთვითო. ლუდს ფეხმძიმეებსაც ასმევდნენ და ჩვილებსაც. ეს სასიამოვნო სასმელი დედის რძეზე მარგებლად მიაჩნდათ. Read the rest of this entry »

აპრ 14

ლუდი „ბავარია“ კვლავ ჰოლანდიური იქნება

ბავარიელ ლუდის მწარმოებლებსა და ცნობილ ჰოლანდიურ ფირმა „ბავარიას“ შორის მრავალწლიანი დავა დასრულდა. ევროპის სასამართლომ გამარჯვებულად ჰოლანდიური კომპანია – „ბავარია“ გამოაცხადა. Read the rest of this entry »

დეკ 02

პაბი Lingo – სანთებელით მორთული კედლები

სლოვაკეთში არსებობს პაბი სახელწოდებით „Lingo“, რომელიც მწეველთათვის იდეალურ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. Read the rest of this entry »

ოქტ 20

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.

ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა – ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო… Read the rest of this entry »

იან 22

ქართული დემოტივატორები

ქართული დემოტივატორები Read the rest of this entry »