loading...

Tag Archive: მამაკაცი

დეკ 04

როგორ აღვზარდოთ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად

სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს ძალიან ძნელია ნამდვილი მამაკაცის პოვნა, სამაგიეროდ ბავშვის აღზრდა ნამდვილ მამაკაცად შესაძლებელია, თუ ის თქვენი შვილია. პატარის აღზრდით როგორც დედა, ისევე მამა უნდა დაკავდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამის როლი ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის აღმზრდელობითი მეთოდები, რომლებიც პატარა ბიჭს მამაკაცად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ბავშვის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. პატარა, რომელსაც მშობლების სითბო არ აკლია, ის მეგობრული, ალერსიანი და ყურადღებიანი იზრდება. სხვა შემთხვევაში ბავშვი მშობლებისგან მიღებულ ემოციურ სიცივეს ითავისებს და თავადაც გულგრილი ხდება ყველას მიმართ. შემდგომში კი საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და არაკონტაქტური იზრდება. Read the rest of this entry »

მაი 08

რატომ არ ტოვებენ ქალები მამაკაცებს, რომლებიც არ უყვართ?

ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც ოცნებობს საკუთარი სოცოცხლე არასაყვარელ მამაკაცთან (ან ქალთან) ერთად გაატაროს(გარდა იმ ქორწინებისა, რომლის საფუძველსაც ანგარება წარმოადგენს). მაგრამ არსებობს ასეთი პარადოქსი: სიტუიაცია, როდესაც გვერდით აღმოჩნდება ხოლმე არა ყველაზე ძვირფასი, არამედ “საკუთარი–უცხო” ადამიანი. ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრია საქართველოს რეალობაში და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რითი დაიწყო ყველაფერი – სიყვარულის, ვნებისა თუ შეცდომის გამო, თუ კი მშრალ ნარჩენებში პირში მწარე გემო დაგრჩათ სიტყვებისაგან “ჩემი არ არის!”

ჰოდა, აგრძელებენ ასე ცხოვრებას, თანაც ერთ ბინაში.

ამ სიტუაციაში თითქოს საფიქრალიც არაფერია: გადააბრუნე საკუთარი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფურცელი და იცხოვრე ბედნიერად. თუმცა, ეს – ძლიერი ადამიანების გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვეულებრივ, იმედგაცრუების გრძნობა დუნედ მიმდინარე სტრესში გადაიზრდება ხოლმე უსასრულო დღეებით, თვეებით და კლინიკურ შემთხვევებში – უსიყვარულოდ გატარებული წლებით. გადაიზრდება პატივისცემაში, ან სულაც ბანალურ სექსში. სამაგიეროდ – არის ყვედრება, ჩხუბი და გაუცხოება – ასორტიმენტში. Read the rest of this entry »