loading...

Tag Archive: მანქანა

აპრ 03

ნიდერლანდებში ბენზინსა და გაზზე მომუშავე ავტომობილები აღარ გაიყიდება

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა „ლეიბორისტთა პარტიის“ ინიციატივას, რომლის თანახმად, 2025 წლიდან ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება. Read the rest of this entry »

სექ 15

Land Rover Discovery-ს ახალი თაობა

Land Rover-ის დიზაინის დირექტორმა – Gerry McGovern-მა, ჟურნალ Car Magazine-თან გამართულ ინტერვიუში – Discovery 4-ის ჩასანაცვლებელ ვერსიაზე ისაუბრა, რომელმაც Discovery–ს ოჯახში უმაღლესი საფეხური უნდა დაიკავოს. მან განაცხადა, რომ სიახლის გამოცემის თარიღად 2016 წელი მოიაზრება. Read the rest of this entry »

ივნ 26

ზებგერითი სისწრაფის ავტომობილი

ბრიტანული ჯგუფი – Bloodhound–ის დიზაინერებმა ქ. ბრისტოლში სპეციალური ღონისძიება მოაწყვეს, სადაც ხმელეთის ახალი რეკორდის დასამყარებლად შექმნილი ზებგერითი რეკორდული ავტომობილის კოკპიტის პრეზენტაცია ჩაატარეს. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი – კოკპიტი პრესას ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა და ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის ავტორმა – Andy Green-მა წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 ან 2016 წ–ს იგი ამ რაკეტის მსგავსი აპარატით შეეცდება სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას. Read the rest of this entry »

ნოე 20

დამარხული ფერარი Dino 246 GTS

1978 წელს ავტომობილი, მწვანე ფერის ფერარი, მოდელი Dino 246 GTS ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ეზოს გათხრისას იპოვეს. დამარხული ფერარის აღმოჩენის ამბავი იქიდან დაიწყო, რომ  ბავშვები ტალახში თამაშობდნენ რის დროსაც სრულიად  შემთხვევით ავტომობილის ნაწილს წააწყდნენ. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ მთლიანი მანქანა ყოფილა მათ ეზოში ჩამარხული. იმ დროისათვის ავტომობილის მიახლოვებითი ფასი 18 000 დოლარს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1974 წელს ქალაქ ალჰამბრაში მცხოვრებმა  (Alhambra), როზენდო კრუზომ (Rosendo Cruz) (კალიფორნიის შტატი) შეიძინა, რომელმაც შემდგომ განახცადა, რომ მას მანქანა მოპარეს.

როგორც გაირკვა ფერარის მფლობელმა დაიქირავა ქურდები, რათა მათ ავტომობილი მოეპარათ და ყოველგვარი კვალის გარეშე გაექროთ, რის შემდეგაც იგი სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებდა. ქურდებმა მანქანის ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად იგი მიწაში დამარხეს, რამდენადაც ისინი რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ფერარის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. Read the rest of this entry »

ნოე 15

Aeromobil 2.5 – მფრინავი ავტომობილი

სლოვაკურმა პატარა ავტო-კომპანიამ რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი მიღწევა ფართო საზოგადოებას წარუდგინდა. ეს გახლავთ მფინავი ავტომობილი Aeromobil 2.5, რომლის სატესტო ფრენაც ახლახანს წარმატებით განხორციელდა. თუმცა გარკვეული მინუსები უკვე გამოვლინდა, რაც შემდგომში მდგომარეობს: ავტომობილი 10 მეტრზე მეტზე მაღლა ვერ აფრინდა, აგრეთვე ჰაერში ყოფნის დროს მაღალი იყო მანქანის ვიბრაციის მაჩვენებელი.

ავტომობილის პროექტირებაზე მუშაობდა  საავტომობილო დიზაინერი Štefan Klein, რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს Audi–სთან, BMW–სა და Volkswagen–თან. შტეფან კლეინმა დაახლოებით 20 წელი მოანდომა მისი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამ თანამედროვე ავტომობილის შექმნამდე მან რამოდენიმე მსგავსი პროტოტიპიც კი დაამზადა, თუმცა საბოლოო სახე სწორედ ამ მფრინავმა მანქანამ მიიღო. Read the rest of this entry »

სექ 19

რატომ არ უნდა ვმართოთ მანქანა დაღლილ მდგომარეობაში?

საჭესთან უნებლიე ძილმა თქვენი, თქვენი მგზავრების და სხვა ადამიანების სიცოცხლე შიძლება შიწიროს. Read the rest of this entry »

გვერდი 1 (2)12