loading...

Tag Archive: მაო

დეკ 08

მაო ძედუნის ქალი-პაროდისტი

57 წლის ჩენ იანი (Chen Yan) იყო ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული დიასახლისი. მისი ერთადერთი უჩვეულო გამოვლინება იყო, რომ იგი ძალიან ჰგავდა ჩინელ რევოლუციონერს მაო ძედუნს (Mao Zedong). ამასთან დაკავშირებით ბავშვობაში მას დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ. თუმცა 2006 წელს მან მიზნად დაისახა თავისი ცხოვრების მთლიანად შეცვლა. მან გადაწყვიტა მაო ძედუნს არამარტო გარეგნობით, არამედ ჩაცმულობითაც დამსგავსებოდა. ამ გადაწყვეტილებამ ჩენს უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

მაო ძედუნის როლის თამაში ადვილი საქმე როდია. ეს საკმაოდ შრომატევადია, მით უფრო რომ მაო ძედუნის ქალი–პაროდისტები არც თუ ისე გავრცელებულია ჩინეთში. პაროდიისთვის აუცილებელია სპეციალური მაკიაჟის გაკეთება, კოსტუმის ჩაცმა, თმის ვარცხნილობის დაყენება და ა.შ. თუმცა ჩენის შემთხვევაში უნდა ითქვას რომ ეს ყოველივე ძალიან კარგად გამოსდის, ფაქტიურად შეუძლებელიც კი არის მიხვდე, რომ თქვენს წინაშე მდგარი მაო ძედუნი სინამდვილეში ქალია. Read the rest of this entry »